ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,578 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2017 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლებისა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.03.2018 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.04.2022 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.02.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2018 წლის 30 იანვარი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულება, თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25 აგვისტოს  ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №29 დადგენილება  (www.matsne.gov.ge,  02/09/2014, 010260030.35.142.016098). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის და გენდერული პოლიტიკის სფეროში, ადრეული და  სკოლამდელი  აღზრდისა და განათლების დაწესებულების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ნინოწმინდა, პუშკინის ქ. №43.  მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელის, სამსახურის განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან. 2. სამსახური შედგება სამი განყოფილებისაგან: ა) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; გ) ტურიზმის და  გენდერული თანასწორობის განყოფილება. 3. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის საჯარო მოხელე მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-60 მუხლის, მერიის დებულების  და სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორცილებს სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი. 4. განყოფილებას ხელმძვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 5. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას, სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებით მის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი  საჯარო მოხელე. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: 1. სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და  განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას. 2. სამსახურის ფუნქციები: ა) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, ტურიზმის, საგანმანათლებლო, სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; ბ) განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება; გ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა; დ) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება; ე) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, რელიგიური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურული ფასეულობების აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია; ვ) თეატრალური, კინო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელშეწყობა; თ) ადგილობირივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობა; ი) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშეწყობა; კ) როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედებითი ჯგუფების გასვლითი სამუშაოების, გამოფენების მოწყობის ხელშეწყობა, შემოქმედებითი კოლექტივების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენებისათვის გასამართავ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში, ოლიმპიადებში, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა; ლ) საერთაშორისო გენდერული პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით, ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში; მ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციათა მომზადება, ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმატიული უზრუნველყოფა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება; ო) ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზებისათვის ხელშეწყობა; პ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადება და სისტემატიზაცია; ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების და ინტერესების დაცვა გენდერული პოლიტიკის გატარების მიზნით; რ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფა  და ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა ვადა განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა (ავტორიზაცია). მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებები დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას, მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის  პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.  მუხლი 5🔗. სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით, საჭიროებისამებრ ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მერთან; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული აქტების მართებულობაზე; გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.  მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის ხელმძღვანელი არის საჯარო მოხელე. 2. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ი) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; კ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს; ლ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, თვითმმართველობის და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; ნ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციათა მომზადება, ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმატიული უზრუნველყოფა; ო) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება; პ) ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზებისათვის ხელშეწყობა; ჟ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადება და სისტემატიზაცია; რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების და ინტერესების დაცვა გენდერული პოლიტიკის გატარების მიზნით.  მუხლი 7🔗. განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის  განყოფილების ფუნქციები ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და მოძრავი ძეგლების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, რელიგიური, მხატვრული თუ სხვა ღირებულებათა შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაცია, თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის სახვითი და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელშეწყობა; დ) საბიბლიოთეკო სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ხელსაყრელი პირობების შექმნა შემოქმედებითი განვითარებისათვის; ე) კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამის მომზადებისა და მისი განხორციელების კოორდინაცია; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფა  და ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდის ვადა განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა (ავტორიზაცია); თ) კულტურული, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების მხარდაჭერა.  მუხლი 8🔗. სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილების ფუნქციები 1.  სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტში სპორტის და ახალგაზრდობის  სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ბ) სპორტული და ახალგაზრდული   დაწესებულების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სპორტული  და ახალგაზრდული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; დ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის სათანადო სამუშაოების ორგანიზაცია და კოორდინაცია; ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სასპორტო განათლების კოორდინაცია; ვ) პროფესიული სპორტის დარგების განვითარების ხელშეწყობა, კანონის შესაბამისად სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; ზ) ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა და შესაბამისი გარემოს შექმნა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; თ) ახალგაზრდობის პრობლემების  შესწავლა, შეზღუდული შესაძლობლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის აქტიური ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. მუხლი 8🔗¹.  ტურიზმის და გენდერული თანასწორების განყოფილების ფუნქციები 1. ტურიზმის და გენდერული თანასწორების განყოფილების ფუნქციებია; ა) ტურიზმის ურთიერთობის საკითხა მუნიციპალური პროგრამის შემუშავება, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული ტურიზმის და გენდერული თანასწორების ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა; გ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გათვალისწინებით არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ახალი პროექტების განხორციელება. დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის სფეროში საერთაშორისო გენდერული პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში; ე) გენდერული თანასწორების ურთიერთობების საკითხთა მოგვარება და გენდერული თანასწორების ურთიერთობებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. მუხლი 9🔗. სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები 1. სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიმუხლი 10🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.