ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,213 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2018 მიღება
01.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2018 წლის 30 იანვარი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25 აგვისტოს  ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №30 დადგენილება  (www.matsne.gov.ge 02/09/2014,  010260030.35.142.016099). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. სამხედრო  აღრიცხვისა  და  გაწვევის  სამსახური 1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში – სამსახური) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მერიის) დებულების და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი დადგენილი ფორმის, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და აღრიცხვაზე აყვანისა და მოხსნის შტამპები. 4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი). 5. სამსახურის მისამართია: ქ ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №37ა.  მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებანი 1. სამსახური შედგება  სამსახურის ხელძღვანელისა  და  სპეციალისტებისაგან. ა)  წვევამდელთა აღრიცვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში სპეციალისტი;        ბ)  რეზერვისტთა გაწვევისა და საქმისწარმოების საკითხებში სპეციალისტი;  2. სამსახურის ხელმძღვანელი არის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი.  ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის  ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მერს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების გამოსატანად; გ) ამზადებს წინადადებებს მობილიზაციის, აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებზე; დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: დ.ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; დ.ბ) მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; დ.გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენების ხარისხიანად და დროულად წარდგენას შესაბამის ორგანოებში; დ.დ) სამხედრო სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას; დ.ე) გაძლიერების აპარატის მომზადებას და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას; დ.ვ) სახელმწიფო, (კერძო) სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას; ე) სამსახური კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრულებლად; ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მიუხედავად მათი სამართლებლივი ფორმისა. 4. სამსახურის მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობანია: ა) მისაწერ ჭაბუკთა სიების და საბუთების გამოთხოვა სკოლებიდან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან და წარმოება-დაწესებულებებიდან; ბ) ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და საერთო სიის შედგენა, ფორმა 2-ის შედგენა; გ) საოქმო წიგნის წარმოება; დ) ანბანური წიგნების წარმოება; ე) სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობების გაცემა; ვ) წვევამდელთა აღრიცხვიდან მოხსნა ანბანური წიგნიდან და რეზერვში ჩარიცხვის ამონაწერების შევსება; ზ) წვევამდელთა მოძრაობის ჟურნალის წარმოება; თ) გაწვევის, მიწერისა და სხვა წლიური ანგარიშების შედგენა; ი) შვებულებიდან ჩამოსულ სამხედრო მოსამსახურეთა ჟურნალის წარმოება; კ) პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ ჭაბუკთა პირადი ბარათის შევსება;  ლ) წვევამდელთა პირადი საქმის აკინძვა; მ) წვევამდელთა პირადი საქმის მოწესრიგება; ნ) სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოცემული შეტყობინებების შედარება ანბანურ წიგნებთან; ო) წვევამდელთა საერთო სიის შედგენა; პ) უწყებების დარიგება წვევამდელებში; ჟ) აღრიცხვაზე არმყოფ წვევამდელთა მოძიებას; 5. რეზერვისტთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ორგანიზების მიზნით აწარმოებს: ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე მოხსნა-დადგომას; ბ) სამხედრო ბილეთების და დროებითი მოწმობების გაცემას; გ) რეზერვისტთა მოძრაობის ჟურნალის წარმოებას; დ) წლიური ანგარიშების შედგენას: ე) სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით გაწვეულ რეზერვისტთა საქმის აკინძვას; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის დაჯავშნის ორგანიზებას; ზ) სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოცემული შეტყობინებების შედარებას კარტოთეკასთან; თ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების დანაყოფებში გაგზავნას; ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზებას; კ) შვებულებიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეთა ჟურნალის წარმოებას; ლ) რეზერვისტთა კარტოთეკის მოწესრიგებას; მ) ტექნიკის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და წლიური ანგარიშის მოწესრიგებას; ნ) დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვის წარმოებას, გაწვევას და ტექნიკის მიწოდებას შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით. 6. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია სამხედრო სამსახურს მისი განცხადების საფუძველზე უზრუნველყოს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით.  მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობებია: ა) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ბ) სამხედრო აღრიცხვიანობის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევის ფაქტზე სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.  მუხლი 4🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტული-აღმზრდელობითი მუშაობა; გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება; ე)აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის დაჯავშნის ორგანიზება; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოვალეობანი. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი აღრიცხვა; გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; დ) მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ- გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა; ვ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს; ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; კ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტისათვის; ლ) სამართალდამცავ ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს.  მუხლი 5🔗. სამსახურის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების  შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი 1. სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.