ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2014 წლის 25 აგვისტო ქ. ნინოწმინდა |
|
2. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი დადგენილი ფორმის, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და აღრიცხვაზე აყვანისა და მოხსნის შტამპები.
4. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი (შემდგომში - გამგებელი).
5. სამსახურის მისამართია: ქ ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №37ა.
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში;
გ) წამყვანი სპეციალისტი რეზერვისტთა გაწვევისა და საქმისწარმოების საკითხებში.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, გამგებელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების გამოსატანად;
გ) ამზადებს წინადადებებს მობილიზაციის, აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებზე;
დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:
დ.ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას;
დ.ბ) მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას;
დ.გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენების ხარისხიანად და დროულად წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
დ.დ) სამხედრო სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას;
დ.ე) გაძლიერების აპარატის მომზადებას და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას;
დ.ვ) სახელმწიფო, (კერძო) სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას;
ე) სამსახური კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრულებლად;
ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მიუხედავად მათი სამართლებლივი ფორმისა.
4. სამსახურის მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობანია:
ა) მისაწერ ჭაბუკთა სიების და საბუთების გამოთხოვა სკოლებიდან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან და წარმოება-დაწესებულებებიდან;
ბ) ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და საერთო სიის შედგენა, ფორმა 2-ის შედგენა;
გ) საოქმო წიგნის წარმოება;
დ) ანბანური წიგნების წარმოება;
ე) სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობების გაცემა;
ვ) წვევამდელთა აღრიცხვიდან მოხსნა ანბანური წიგნიდან და რეზერვში ჩარიცხვის ამონაწერების შევსება;
ზ) წვევამდელთა მოძრაობის ჟურნალის წარმოება;
თ) გაწვევის, მიწერისა და სხვა წლიური ანგარიშების შედგენა;
ი) შვებულებიდან ჩამოსულ სამხედრო მოსამსახურეთა ჟურნალის წარმოება;
კ) პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ ჭაბუკთა პირადი ბარათის შევსება;
ლ) წვევამდელთა პირადი საქმის აკინძვა;
მ) წვევამდელთა პირადი საქმის მოწესრიგება;
ნ) სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოცემული შეტყობინებების შედარება ანბანურ წიგნებთან;
ო) წვევამდელთა საერთო სიის შედგენა;
პ) უწყებების დარიგება წვევამდელებში;
ჟ) აღრიცხვაზე არმყოფ წვევამდელთა მოძიება;
5. რეზერვისტთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ორგანიზების მიზნით აწარმოებს:
ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე მოხსნა-დადგომა;
ბ) სამხედრო ბილეთების და დროებითი მოწმობების გაცემა;
გ) რეზერვისტთა მოძრაობის ჟურნალის წარმოება;
დ) წლიური ანგარიშების შედგენა:
ე) სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით გაწვეულ რეზერვისტთა საქმის აკინძვა;
ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის დაჯავშნის ორგანიზება;
ზ) სარეგისტრაციო სამსახურიდან გადმოცემული შეტყობინებების შედარება კარტოთეკასთან;
თ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების დანაყოფებში გაგზავნა;
ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;
კ) შვებულებიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეთა ჟურნალის წარმოება;
ლ) რეზერვისტთა კარტოთეკის მოწესრიგება;
მ) ტექნიკის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და წლიური ანგარიშის მოწესრიგება;
ნ) დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვის წარმოება, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით.
6. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ღონისძიებათა განსახორციელებლად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამხედრო სამსახურს მისი განცხადების საფუძველზე უზრუნველყოს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით.
ა) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ბ) სამხედრო აღრიცხვიანობის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევის ფაქტზე სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ–აღმზრდელობითი მუშაობა;
გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;
დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა , სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;
ე)აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის დაჯავშნის ორგანიზება;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოვალეობანი.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი აღრიცხვა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;
დ) მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;
ვ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ზ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;
თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;
ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;
კ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტისათვის;
ლ) სამართალდამცავ ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.