„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2018 წლის 31 იანვარი ქ. ქუთაისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერია შედგება სტუქტურული ერთეულებისაგან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერია შედგება სტუქტურული ერთეულებისაგან.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 თავის სათაურიდან, მე-5 მუხლიდან, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: „ხელმძღვანელი“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;“.
7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 თავის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI. მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მერის უფლებამოსილება შეიმუშაოს და საკრებულოს მისაღებად წარუდგინოს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების პროექტები;“.
9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით, მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს ადგენს მერი.“.
10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.“.
11. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა: „მერიის“, შეიცვალოს სიტყვებით: „მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების“.
12. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.“.
13. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა: „მერიის“, შეიცვალოს სიტყვებით: „მერიის თანამდებობის პირების“.
14. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერიის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:“.
15. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერიის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება მერიის სამსახურში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:“.
|