მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.159.016370
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2019 წლის 21 მაისი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 14/03/2019, 190020020.35.159.016361) და,

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1

დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. დანართი №1-ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა“.

4. დანართი №1-ის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული (რეგისტრაციის ადგილი უნდა დასტურდებოდეს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტით), მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის, გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, გასაცემი თანხის ოდენობას, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში – ბენეფიციარი) კატეგორიებს და დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციის ნუსხას.“.

5. დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებმა (გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში რამდენიმე მეზობელმა, მათ შორის, მერის წარმომადგენლის ხელმოწერილი, ერთობლივი განცხადებით) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:“.

6. დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დახმარების მიმღები პირის მიმდინარე ეტაპზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი;“.

7. დანართი №1-ის მე-5 მუხლის  მე-9 პუნქტს დაემატოს ,,ა.ე“ ქვეპუნქტი:

,,ა.ე) ონკოლოგიურად დაავადებული ბენეფიციარების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;“.

8. დანართი №1-ის მე-7 მუხლის  პირველი პუნქტს დაემატოს ,,ა.ვ“ ქვეპუნქტი:

,,ა.ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;“.

9. ამოღებულ იქნეს დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტი.

10. დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს ,,ა.ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ე) ბენეფიციარის (სტუდენტის) დაბადების მოწმობის ასლი;“.

11. დანართი №1-ის მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8.  სოციალური და ჯანდაცვის საკითხების განმხილველი საბჭო.“.

12. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბჭოს ძირითადი მოწყვლადი ჯგუფია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც არ არის ამ წესის პირველი-მე-7 მუხლების ბენეფიციარი და პირი, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისათვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ.: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები).“.

13. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მერის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერისათვის საკითხის განსახილველად გადაგზავნამდე უნდა შეადგინოს დანართი 2-ით წარმოდგენილი აქტი და ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული მასალები უმოკლეს ვადებში გადააგზავნოს მერთან.“.

14. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახური სწავლობს მერის სახელზე შემოსულ განცხადებას და განსაზღვრავს განსახილველი განცხადების ამ წესის პირველი-მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის საკითხს ან წარმოდგენილი განცხადების პირველი-მე-7 მუხლების ფარგლებში დაკმაყოფილების შესაძლებლობის არარსებობისას მიმართავს მერს საკითხის საბჭოსათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე.“.

15. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. საბჭოს ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.“.

16. დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.05.2019.
როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.05.2019. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.159.016370.
რამდენი მუხლისგან შედგება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.05.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №18, 21.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016370 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4566584/