„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №643 |
|
2019 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. №1.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 750 000 ლარით, ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 480 000 ლარით, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 270 000 ლარით, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება – 1 000 000 ლარით.“.
2. №1.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 072 500 ლარით.“.
3. №1.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 123 000 ლარით.“.
4. №1.4 დანართის („ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 19 400 ლარით.“.
5. №1.5 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 265 000 ლარით.“.
6. №1.6.1 დანართის („სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“) მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 797 000 ლარით, მათ შორის, ელექტროსავარძელ-ეტლებისთვის – 537 000 ლარით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური სავარძელ-ეტლის შემთხვევაში შეადგენს 560 ლარს, ხოლო ელექტროსავარძელ-ეტლის შემთხვევაში – 3580 ლარს.“.
7. №1.6.3 დანართის („სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი“):
ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არანაკლებ 1500 ციფრული სმენის აპარატის შეძენასა და გაცემას;“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 375 000 ლარით.“.
8. №1.6.4 დანართის („ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი“):
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე არანაკლებ 100 ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) შეძენასა და გაცემას.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 30 000 ლარით.“.
9. №1.6.5 დანართის („კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი“):
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 35 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“;
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 487 900 ლარით.“;
ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება – 37 225 ლარს;“.
10. №1.8 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 426 000 ლარით.“.
11. №1.9 დანართის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 361 100 ლარით.“.
12. №1.10 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 548 000 ლარით.“.
13. №1.12 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 030 000 ლარით.“.
14. №1.13 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 162 900 ლარით.“.
|