„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №121 |
|
2018 წლის 7 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470000000.10.003.020302) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №1 დანართის (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,830.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 2. №2 დანართის (იმუნიზაცია) მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. ცენტრმა უზრუნველყოს, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმღები სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მომართვისა და საქართველოს მოქალაქის განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაზე „ბ“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გაცემა, საქართველოს მოქალაქის შესაბამისი სამედიცინო ჩვენებით ასაცრელად.“. 3. №3 დანართის (ეპიდზედამხედველობა): ა) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო არეალზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედვე-ლობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, მათ შორის: გ.ა) ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩართვის მიზნით, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით გამოვლენილი დადებითი შედეგების მქონე იმ ბენეფიციართა, რომელთაც С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი სტატუსი განესაზღვრათ 6 ან/და მეტი თვის წინ, იდენტიფიცირებულნი არიან C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მაგრამ არა აქვთ ჩატარებული შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები, მიდევნებასა და ზედამხედველობას;“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,770.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 4. №8 დანართის (აივ-ინფექცია/შიდსის მართვა) მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მე-3 მუხლის „ა.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი და მათი ქვეკონტრაქტორი დაწესებულებებისათვის, გარდა მე-3 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი დაწესებულებებისა, რომლებზეც ტესტებისა და სახარჯი მასალების გადაცემა ხორციელდება სჯდ ცენტრის მეშვეობით.“. 5. №11 დანართის (ჯანმრთელობის ხელშეწყობა) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,220.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. |
|