„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№426
სარეგისტრაციო კოდი
470020000.10.003.019491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №426

2016 წლის 1 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 470020000.10.003.019047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული 2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების:

1. 2 დანართის (იმუნიზაცია) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტითა და „ეპიდზედამხედველობის პროგრამის“ მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურებას ახორციელებს გეგმური ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დაწესებულებები.“.

2. 3 დანართის (ეპიდზედამხედველობა):

ა) მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გრიპის სეზონური გავრცელების პრევენციის და მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას:

ზ.ა) გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა;

ზ.ბ) გრიპზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება, რომელიც მოიცავს:

ზ.ბ.ა) საყრდენი ბაზების მომსახურებას – ქვეყანაში შერჩეული საყრდენი ბაზებიდან გრიპის/გრიპისმაგვარი დაავადებისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებში ნიმუშების აღებას და შენახვას;

ზ.ბ.ბ) საყრდენი ბაზებიდან გრიპის ნიმუშების ცენტრში ტრანსპორტირებას და ლაბორატორიულ კვლევას;

ზ.ბ.გ) ამ მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლის (ტესტ-სისტემები, რეაგენტები და სახარჯი მასალა) შესყიდვას;“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ (გარდა „ზ.ბ.ბ“ ქვეპუნქტისა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მე-3 მუხლის „ზ.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლაბორატორიულ კვლევებს ახორციელებს ცენტრი.“;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,700.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის (მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები)

462.0

2

მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

225.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

25.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

33.0

5

გრიპის სეზონური გავრცელების პრევენციის და მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება:

299.6

5.1

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

182.9

5.2

გრიპზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მ.შ. საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს 3000 ლარისა)

116.7

6

საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზონაში (აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონები) ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება

655.4

          სულ

1,700.0.“.

 3. 7 დანართის (ტუბერკულოზის მართვა) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია ცენტრი.“.

4. 9 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8.  პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,076.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

  1

ანტენატალური მეთვალყურეობა

2,700.0

  2

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

2,474.7

  3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

413.3

  4

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა

367.5

  5

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

800.0

  6

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

94.5

  7

მედიკამენტებითა და საკვები დანამატით უზრუნველყოფა

226.0

 7.1

ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების შესყიდვა

34.0

 7.2

სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

42.0

 7.3

მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატის შესყიდვა

150.0

          სულ:

7,076.0.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი