ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.117.016378
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ვაჩაძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.01.2016
- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №09
2018 წლის 31 იანვარი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 203-ე მუხლის, 204-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):
ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა-ზე 16 ლარი;
ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა-ზე 10 ლარი;
გ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწისათვის – 1 ჰა-ზე 3 ლარი;
დ) სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწებისათვის – 1 ჰა-ზე 61 ლარი.
2. ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 3🔗
გადასახადის გადამხდელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 იანვრის №01 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 28/01/2016; სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.117.016283);
ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 06/03/2015; სარეგისტრაციო კოდი: 200140020.35.172.016077).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე