📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016381
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2018
matsne.gov.ge 313 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ვაჩაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის N54 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 07.05.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №9 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.04.2016 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 29.08.2017 დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 06.02.2015 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 10.04.2017

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2018 წლის 31 იანვარი ქ. ამბროლაური ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 50%-ის ოდენობის საგარანტიო თანხით. მუხლი 2🔗 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა)  „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №59 დადგენილება. (www.matsne.gov.ge; 30/12/2014წ: სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016059); ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 29/12/2015წ: სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016279). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე