თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.08.2017 ბოლო ცვლილება 02.10.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
040190000.35.154.016311
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2017 წლის 29 აგვისტო

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 8 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №669 დადგენილების 36-ე მუხლის  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.            
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათავალისწინებული, სარგებლობის ფორმით სასყიდლით გადაცემისას, წლიური ქირა განისაზღვროს, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

მუხლი 2.            
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების, (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას, საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ 34-ე მუხლის შესაბამისად ქონების საწყისი საპრივატიზებო  ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

მუხლი 3.               
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 3 დეკემბრის №72 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 13/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040190000.35.154.016030).

მუხლი 4.           
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმარინა ხარხელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.10.2017.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ მიღებულია 29.08.2017. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 040190000.35.154.016311.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.10.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.10.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“, №20, 29.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 040190000.35.154.016311 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3793886/