თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.12.2010 ძალადაკარგული 29.08.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
040190000.35.154.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72

2010წლის 3 დეკემბერი

 დ. თიანეთი                                   

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას წლიური ქირა განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

    მუხლი 2

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით სასყიდლით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

    მუხლი 3

დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

    მუხლი 4

ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 აგვისტოს №28 დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 5

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  გ. წიკლაური   

            

  

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2017.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ მიღებულია 03.12.2010. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №72. სარეგისტრაციო კოდი — 040190000.35.154.016030.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.08.2017-დან.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“, №72, 03.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 040190000.35.154.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1124237/