ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.117.016382
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | ქ. ამბროლაური |
| 2 | ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები |
| 3 | სოფლებს შორის არეალი |
| 4 | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო ადგილები |
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ვაჩაძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ზონების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.01.2015
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.10.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2018 წლის 31 იანვარი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი – ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის განაკვეთები, დანართის №1 შესაბამისად.
მუხლი 3🔗
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები შესაბამისი ზონის მიხედვით, დანართის №2 შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 05/02/2015; სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.172.016070);
ბ) „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 13/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.117.016215).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი –
ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗.
ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის
1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3 ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2 ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5 ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებული ქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით. ამ მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
მუხლი 2🔗.
ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისათვის
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 %-ით;
ბ)100 000 (ასი ათასი) ლარის ან მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ით.
დანართი №2
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები შესაბამისი ზონის მიხედვით
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1მ2-ზე განისაზღვროს შემდეგი სახით:
№
ზონების დასახელება
ტერიტორიული კოეფიციენტი
საბაზისო განაკვეთი 1მ2-ზე (ლარებში)
წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ2-ზე (3X4)
1
2
3
4
5
1
ქ. ამბროლაური
0,5
0,24
0,12
2
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები
0,25
0,24
0,06
3
სოფლებს შორის არეალი
0,12
0,24
0,03
4
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო ადგილები
0,3
0,24
0,072