📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.117.016383
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2018
matsne.gov.ge 1,124 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები
3 თეატრი და კინოთეატრი
4 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები
5 სასტუმროები
6 საავადმყოფო
7 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები
8 სტომატოლოგიური კაბინეტები
9 სუპერმარკეტი
10 მინიმარკეტი
11 სასურსათო მაღაზიები
12 სამრეწველო საქონლის მაღაზიები
13 შერეული საქონლის მაღაზიები
14 ბაზრობები
15 ავტოგასამართი სადგურები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 96% 19.06.2019 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.07.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.02.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 95% 03.04.2018 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 94% 03.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2018 წლის 31 იანვარი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის,  93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 12​1 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და მეწარმე სუბიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობები, დანართის №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისათვის ყოველთვიური მოსაკრებელი განისაზღვროს 0,50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით და ჯამში ოჯახზე, სულადობის მიუხედავად, არაუმეტეს 2 (ორი) ლარისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის ოდენობა სოციალურად დაუცველი (100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) ფიზიკური პირებისათვის განისაზღვროს თვეში 0.25 (ოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით და ჯამში ოჯახზე, სულადობის მიუხედავად, არაუმეტეს 1 (ერთი) ლარისა. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ დანართის №2 შესაბამისად. მუხლი 4🔗 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების და ამ ნარჩენების გაუვნებლების ხარჯები დაიფაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“(www.matsne.gov.ge, 05/02/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.172.016068), ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №36 დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 13/10/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.117.016214). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე დანართი №1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და მეწარმე სუბიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობები № საქმიანობა ზომის ერთეული წლიური დაგროვების ნორმა მ​​3 მოსაკრებლის განაკვეთი  თვეში (ლარი) 1 2 3 4 5 1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები საერთო ფართის 1მ​​2 0.02 0.02 2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები საერთო ფართის 1მ​​2 0.04 0.04 3 თეატრი და კინოთეატრი მაყურებლის ერთი სავარძელი 0.17 0.18 4 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები ერთ მოსწავლეზე 0.198 0.1 5 სასტუმროები ერთი საწოლი 0.48 0.5 6 საავადმყოფო ერთი საწოლი 0.64 0.67 7 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები საერთო ფართის 1მ​​2 0.09 0.09 8 სტომატოლოგიური კაბინეტები საერთო ფართის 1მ​​2 0.14 0.15 9 სუპერმარკეტი სავაჭრო ფართის 1მ​​2 0.38 0.4 10 მინიმარკეტი სავაჭრო ფართის 1მ​​2 0.38 0.4 11 სასურსათო მაღაზიები სავაჭრო ფართის 1მ​​2 0.38 0.4 12 სამრეწველო საქონლის მაღაზიები   სავაჭრო ფართის 1მ​​2 0.13 0.14 13 შერეული საქონლის მაღაზიები სავაჭრო ფართის 1მ​​2 0.23 0.24 14 ბაზრობები საერთო ფართის 1მ​​2 0.21 კვირაობით 0.1 ყოველდღიურად 0.15 15 ავტოგასამართი სადგურები საერთო ფართის 1მ​​2 0.05 0.05 16 ავტო ტექ. მომსახურების  ადგილები ღია საერთო ფართის 1მ​​2 0.01 0.01 დახურული საერთო ფართის 1მ​​​2 0.8 0.08 17 აბანოები საერთო ფართის 1მ​​2 0.1 0.1 18 სადალაქოები, სილამაზის სალონები საერთო ფართის 1მ​​2 0.2 0.20 19 შენობის შიგნით მიმდინარე სამეწარმეო  საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1მ​​2 0.13 0.14 20  სასადილოები, კაფეები ერთი დასაჯდომი ადგილი 0.72 0.6 21 საცხობები, საკონდიტრო სამუშაო ფართის 1მ​​2 0.14 0.15 22 საავტომობილო სადგურები ღია ფართის 1მ​​2 0.02 0.01 დახურული ფართის 1მ​2 0.04 0.04 23 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები საერთო ფართის 1მ​​​2 0.004 0.004 24 სარიტუალო და საბანკაეტო დარბაზები ერთი დასაჯდომი ადგილი 0.3 0.25 25 აეროპორტი გამოყენებული ღია ფართის (გარდა ასაფრენი ზოლის)1მ² 0.016 0.013 26 ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საერთო ფართი 1მ² 0.48 0.4 27 საოჯახო სასტუმროები საწოლების მიხედვით 0.3 0.25 28 სასაკლაოები საერთო ფართის 1მ² 0.36 0.3  29 ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საერთო ფართის 1მ² 0.25 0.3 30 ავეჯის სპეციალიზირებული მაღაზია სამუშაო ფართი 1მ² 0.25 0.3 31 სახელოსნოები (სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრის და სხვა) სამუშაო ფართი 1მ² 0.12 0.1 32 მშენებარე ობიექტი, სარემონტო სამუშაოები (გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა) საერთო ფართი 1მ² 0.24 0.2 33 რესტორანი ერთი დასაჯდომი ადგილი 0.96 0.8 34 საბითუმო საწყობები სამუშაო ფართი 1მ² 0.6 0.2 35 აფთიაქი სავაჭრო ფართი 1მ² 0.6 0.5 36 ჰიდროელექტროსადგურები საერთო ფართი 1მ² 0.018 0.015 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება მ=გXრ მ – ერთი თვის მოსაკრებელი გ – მოსაკრებლის განაკვეთი რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი ოდენობა. შენიშვნა: 1მ​3 ნარჩენის გატანის ღირებულება შეადგენს 12,5 ლარს. დანართი №2 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) აწესრიგებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში. 4. დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება. 6. მოსაკრებლის გადამხდელებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურეობის ორგანიზებასა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს. 2. მოსაკრებელი გაიანგარიშება დაგროვების ნორმის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაკავებული შესაბამისი ფართის, ადგილის მიხედვით. 3. გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში. 4. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 5. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და შეწყვეტა 1. გადამხდელი პირისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების მიღებიდან. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება გადამხდელი პირის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად. 3. გადამხდელი პირის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენის წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით ან/და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოსაკრებლის ამოღების მიზნით ორგანიზაციებთან, დაწესებულებებსა და/ან მეწარმე სუბიექტებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი. 3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 25 დღის განმავლობაში, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის ადმინისტრირება 1. მოსაკრებლის ადმინისტრირებას მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების მეშვეობით ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური. 2. ფიზიკური პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებს ა(ა)იპ – არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“.