📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.02.2018
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,064 სიტყვა · ~5 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
ჯილდო
ერთჯერადი ფულადი ჯილდო
მუხლი 2
წარმატებული სპორტსმენი
საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში ჭიათურის  ან საქართველოს  სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი
მუხლი 2
წარმატებული მწვრთნელი
ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი
მუხლი 2
წარმატებული ახალგაზრდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსებში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული
მუხლი 2
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის მიმდინარე წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი
მუხლი 2
წარჩინებული სტუდენტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომლის შეფასება სასწავლო წლის განმავლობაში ორივე  სემესტრში თითოეულ საგანში არის 95–100 ქულა და რომელიც რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მუხლი 2
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდები და ინდივიდები
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების მიერ ინიციირებულ, რეგიონალურ  ან მუნიციპალურ სპორტულ ტურნირებში მონაწილე გუნდები, რომლებმაც დაიკავეს I, II, ხოლო ინდივიდუალური გამარჯვებულის შემთხვევაში ასევე III ადგილი
მუხლი 2
წარმატებული გუნდი
საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ ჩემპიონატში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა  საპრიზო  ადგილი
მუხლი 2
ახალგაზრდული ინიციატივა
ახალგაზრდული პროექტი, რომლის ინიციატორიც არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ან ახალგაზრდების ჯგუფი  და ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საქმიანობის მიზნებს
მუხლი 2
საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულებით დამტკიცებული დოკუმენტი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის - განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 24.08.2023 წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 07.11.2018 წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.11.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2026 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 26.12.2025 მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 16.03.2022

დოკუმენტის ტექსტი

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №23 2018 წლის 2 თებერვალი ქ. ჭიათურა ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის თანდართული წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 03 თებერვლის №3 დადგენილება (სსმ, 07/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.129.016216). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესს. მუხლი 2🔗.  ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო; ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში ჭიათურის  ან საქართველოს  სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი; გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი; დ) წარმატებული ახალგაზრდა – ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსებში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული; ე) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის მიმდინარე წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი; ვ) წარჩინებული სტუდენტი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომლის შეფასება სასწავლო წლის განმავლობაში ორივე  სემესტრში თითოეულ საგანში არის 95–100 ქულა და რომელიც რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ზ) რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდები და ინდივიდები – ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების მიერ ინიციირებულ, რეგიონალურ  ან მუნიციპალურ სპორტულ ტურნირებში მონაწილე გუნდები, რომლებმაც დაიკავეს I, II, ხოლო ინდივიდუალური გამარჯვებულის შემთხვევაში ასევე III ადგილი; თ) წარმატებული გუნდი –  საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ ჩემპიონატში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა  საპრიზო  ადგილი; ი) ახალგაზრდული ინიციატივა – ახალგაზრდული პროექტი, რომლის ინიციატორიც არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ან ახალგაზრდების ჯგუფი  და ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საქმიანობის მიზნებს; კ) საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულებით დამტკიცებული დოკუმენტი. მუხლი 3🔗. წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება 1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი;  II ადგილი – 400 ლარი; III ადგილი – 200 ლარი; ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 2 200 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 4000 ლარი; III ადგილი – 3000 ლარი; დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 10 000 ლარი; II ადგილი – 9000 ლარი; III – 8000 ლარი. 2. წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 300 ლარი;  II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი (არაუმეტეს 500 ლარისა); ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი –1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III – 1500 ლარი; 3. წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა  ან კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი სპორტმენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. 4. წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. მუხლი 4🔗. წარმატებული ახალგაზრდის  დაჯილდოება 1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით. 2. წარმატებულმა ახალგაზრდამ/პედაგოგმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა  ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. მუხლი 5🔗. ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება 1. ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ფულადი ჯილდო განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) ოქროს მედალოსანი – 150 ლარი; ბ) ვერცხლის მედალოსანი – 100 ლარი. 2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:  ა) წერილობითი განცხადება; ბ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია; გ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. მუხლი 6🔗. რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდების დაჯილდოება 1. რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდების ფულადი ჯილდო განისაზღვროს  შემდეგი სახით: ა) I ადგილი – 300 ლარი; ბ) II ადგილი – 200 ლარი; გ) III ადგილი – 150 ლარი. 2. რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებულმა გუნდებმა ან ინდივიდებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა)  წერილობითი განცხადება; ბ) გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გუნდის დაჯილდოების შემთხვევაში მოთამაშეთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით; ე) გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. მუხლი 7🔗. წარმატებული გუნდის დაჯილდოება 1. წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს I ადგილი – 600 ლარის ოდენობით; II ადგილი – 400 ლარით. 2. წარმატებულმა გუნდმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გუნდის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გუნდის მოთამაშეთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით; ე) გუნდის წარმომადგენლის ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. მუხლი 8🔗. წარჩინებული სტუდენტის დაჯილდოება 1. წარჩინებული სტუდენტის ფულადი ჯილდო განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით. 2. წარჩინებულმა სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის შესახებ); გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან  სასწავლო წლის ორივე სემესტრში თითოეულ საგანში მიღებული შეფასების შესახებ; ე) ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. მუხლი 9🔗. ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება 1. ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების თანხა განისაზღვრება არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით. 2. ინიციატორმა ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი/ასლები (ინიციატორის ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ცნობა რეგისტრაციის შესახებ); გ) ინიციირებული პროექტი; დ) ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. 3. ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი კომისია. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. მუხლი 10🔗. თანხის გაცემის წესი ამ წესით განსაზღვრული თანხის გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.