წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2023 წლის 30 ნოემბერი ქ. წალკა |
|
2. დაჯილდოებისთვის დაინტერესებულმა პირ(ებ)მა, წალკის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს განცხადებით და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვანი სპორტსმენის/პარასპორტსმენის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ) სპორტსმენის/პარასპორტსმენის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მწვრთნელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი;
ვ) სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მწვრთნელის ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს ცნობა ა(ა)იპ „წალკის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სასპორტო სკოლიდან“ სპორტსმენის/პარასპორტსმენის მწვრთნელის შესახებ, ხოლო თუ სპორტსმენი/პარასპორტსმენი წვრთნებს გადის საქართველოს ნაკრებში, ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან კონკრეტული სპორტსმენის/პარასპორტსმენის მწვრთნელის შესახებ;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის შესახებ.
3. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის/პარასპორტსმენის დაჯილდოების საკითხის განხილვისას.
4. ჯილდო გაიცემა მიღწეული წარმატებებისათვის იმ სპორტსმენებზე/პარასპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ფედერაციების მიერ გაცემულ ტიტულის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი/პარასპორტსმენი ასპარეზობს რამდენიმე კატეგორიაში ან სახეობაში, დაჯილდოვდება ერთი კატეგორიის ან სახეობის საუკეთესო შედეგის შესაბამისად.
1. საერთაშორისო ტურნირზე:
ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;
ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი;
ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 150 ლარი.
ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;
ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი;
ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი.
გ) 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის
გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;
გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
დ) უფროსებს შორის
დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი;
დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;
დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი.
2. საქართველოს ჩემპიონატზე:
ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი;
ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი.
ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;
ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი;
ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარი.
გ) 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის
გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი;
გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარი;
გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი.
დ) უფროსებს შორის
დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი;
დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარი.
3. ევროპის ჩემპიონატზე:
ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი;
ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი;
ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი.
ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;
ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;
ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი.
გ) 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის
გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი;
გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;
გ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი.
დ) უფროსებს შორის
დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 4000 ლარი;
დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი;
დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2500 ლარი.
4. მსოფლიო ჩემპიონატზე:
ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ა.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი;
ა.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარი;
ა.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარი.
ბ) ჭაბუკთა და გოგონათა შორის
ბ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი;
ბ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი;
ბ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარი.
გ) 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის
გ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 4000 ლარი;
გ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარი;
გ.გ.) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარი.
დ) უფროსებს შორის
დ.ა) პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 7000 ლარი;
დ.ბ) მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარი;
დ.გ) მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 4000 ლარი.
2. ჯილდო გაიცემა გუნდზე, რომლიც დაიკავებს პირველ ადგილს ქვემო ქართლის თასზზე, რეგიონულ ლიგაში, საქართველოს ჩემპიონატში ან სხვა სპორტულ შეჯიბრებაში.
3. გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს ა(ა)იპ „წალკის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ცნობა მწვრთნელისა და სპორტული წრის ამ ცენტრში არსებობის (მოღვაწეობის) შესახებ.
4. გუნდის მიერ ქვემო ქართლის თასზზე, რეგიონულ ლიგაში, საქართველოს ჩემპიონატში ან სხვა სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვების მოპოვების (პირველი ადგილი) შემთხვევაში ჯილდო გაიცემა შემდეგი ოდენობით:
ა) მწვრთნელს – 500 ლარი;
ბ) გუნდის თითოეულ სპორტსმენს – 200 ლარი.