ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2018 წლის 5 თებერვალი ქ. ახმეტა |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) შესყიდვების განყოფილება;
გ) ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებანი განისაზღვრება მერიის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი უფლება-მოვალეობების განხორციელება დროებით შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს.
4. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული – განყოფილება შედგება უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.
6. სამსახურის საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, ხოლო მათი ფუნქციები – შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
7. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათი კარიერული განვითარების, სამსახურებრივი გადაყვანისა და ა.შ. საკითხები განისაზღვრება მერიის დებულებით, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად.
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგსა და შეფასებას,
ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებას ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ვ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ზ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
თ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
ი)საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ქონების მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
კ) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას, ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ლ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას და მოვლა-პატრონობას;
მ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას დაფინანსების მოპოვების მიზნით;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა)მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოების წილების, აქციებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებასა ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ე) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ვ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ზ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
თ) მუნიციპალიტეტის ორგანოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირება;
ი) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ქონების მოვლა-პატრონობის, რემონტის და ტექნიკურ მომსახურების უზრუნველყოფა;
კ) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას, ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვის კონტროლი;
ლ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურება და მოვლა-პატრონობა;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება;
ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;
გ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავება;
დ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავება, პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება, სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება;
ბ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, საინფორმაციო ბაზის შექმნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ადგილები, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა.
გ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სარეკლამო საიმფორმაციო მასალების მომზადება და გამოცემა;
დ) ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობა;
ე) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ვ) ახალი ტურისტული თუ სხვა ინფასტრუქტურული ობიექტის შექმნის თაობაზე შესაბამისი პროექტის მომზადება;
ზ) საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა და დაფინანსების მოპოვება;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.