ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2018
ძალის დაკარგვა 15.04.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.162.016426
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 537 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2018 მიღება
15.04.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №7 2018 წლის 5 თებერვალი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება, თანახმად №1 დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №32 დადგენილება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა  და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge, 11/08/2014, 010250040. 35.162. 016249)ю მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი დანართი №1 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებასა და განხორციელებას. 2.  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗.  სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის – განყოფილების უფროსის და სხვა პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომ – მოხელე). 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ  საქმეთა განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება დროებით შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს. 5. სამსახურის საჯარო მოხელეთა  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით, ხოლო მათი ფუნქციები – შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური უზრუნველყოფს: ა)  კულტურის, განათლების, სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; ბ) სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების მართვას;  დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას: სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და წლიური გეგმის  შემუშავებას,  სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას; ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის  განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ვ) ახალგაზრობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მათ შორის დაკავშირებულს გენდერულ თემატიკასთან; ზ)  მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას; ბ) სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდებას; გ) თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდებას; დ) ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვასა და პატივისცემას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების პროცესში; ე) დაწესებულების პროგრამაში ბავშვის მშობლის /კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობას; ვ) მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად; ზ) მუნიციპალური პროგრამისა და წლიური ფინანსური გეგმის საჯარო დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით მომზადება; თ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას: სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და წლიური გეგმის  შემუშავებას,  სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას.