ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2022 წლის 6 აპრილი ქ. ახმეტა |
|
1. მერიის კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის და სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და მერიის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით მისი უფლება-მოვალეობების განხორციელება დროებით შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.
3. სამსახურის საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, ხოლო მათი ფუნქციები – შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის მონიტორინგს,
ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ვ) სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და წლიური გეგმის შემუშავებას, სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით მასობრივი სპორტის ხელშეწყობას, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას;
ზ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
თ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას;
ი) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას და წინადადებების შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
კ) საქართველოს კანონმდებლობით და ახმეტის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.