მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2017 წლის 22 ნოემბერი დაბა მესტია |
|
1. მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – მოხელეებისგან.
ა) მოხელე: განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში;
ბ) მოხელე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში;
გ) მოხელე: კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში;
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, სამსახურებრივი ინსტრუქციებით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
მოხელე განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ვ) გენდრეული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მოხელე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს;
ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში პროგრამების შემუშავება და განხორციელება
ბ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ქონების,ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების აღრიცხვა,დაცვა,შენარჩუნება და პოპულარიზაცია
დ) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარება
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და პროცედურების მიხედვით
2. ეს დებულება ძალაში შედის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად ძალაში შესვლის დღიდან .