საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.02.2018
ძალის დაკარგვა 21.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016949
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №43
2018 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №47 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით განათლებას);
ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);
ვ) ტრენინგებში და ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ლ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;
მ) ევროპული ციხის წესები;
ნ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
პ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
ჟ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“);
რ) გაეროს წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ („ბანგკოკის წესები“).
მუხლი 2🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით განათლებას);
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; მათ შორის, სამართლის, ადამიანის უფლებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);
ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 03 ივლისის №52 ბრძანება;
კ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
ლ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;
მ) ევროპული ციხის წესები;
ნ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ო) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
პ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
ჟ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“);
რ) გაეროს წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ („ბანგკოკის წესები“).
მუხლი 3🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით განათლებას);
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
კ) ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ;
ლ) ევროპული ციხის წესები;
მ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ნ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
ო) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
პ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“);
ჟ) გაეროს წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ („ბანგკოკის წესები“).
მუხლი 4🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით განათლებას);
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) ინგლისური ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ორი უცხო ენის ცოდნას);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“;
დ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ზ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
თ) ევროპული ციხის წესები;
ი) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
კ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
ლ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
მ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“);
ნ) გაეროს წესები ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ („ბანგკოკის წესები“).
მუხლი 5🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების განხრით);
ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში;
გ) უპირატესობა მიენიჭება პროტოკოლის მიმართულებით მუშაობისა და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ორი უცხო ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
ვ) ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ვ) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №59 ბრძანება.
მუხლი 6🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება პროტოკოლის მიმართულებით, უპირატესობა ენიჭება ამ განხრით საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) ორი უცხო ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ე) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №59 ბრძანება.
მუხლი 7🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით განათლებას);
ბ) მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ან/და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) ორი უცხო ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ე) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება;
ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;
ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის N275 დადგენილება;
თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №59 ბრძანება.
მუხლი 8🔗
1. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით განათლებას);
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
დ) ორი უცხო ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
2. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: