საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2018
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016947
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.02.2022
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №41
2018 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური შემოწმების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი 3🔗
სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორისა (შემდგომში – დეპარტამენტის დირექტორი) და დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე – ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თავი II
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
სამმართველოს ამოცანაა სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, დოკუმენტების და საკვები პროდუქტების (შემდგომში – აკრძალული/არანებადართული ნივთები) მოხვედრის აღკვეთა და პრევენცია.
მუხლი 6🔗
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირადი სრული და არასრული შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმების უზრუნველყოფა;
გ) დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის), ასევე დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამსვლელი პირების (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის), ასევე დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ე) აკრძალული/არანებადართული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღება.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ზ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 7🔗
1. სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) №1 განყოფილება;
ბ) №8 განყოფილება;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განყოფილებები ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს ახორციელებენ შესაბამის დაწესებულებებში. ამასთან, №8 განყოფილება ფუნქციებს ახორციელებს №8 და №18 დაწესებულებებში.
მუხლი 8🔗
1. სამმართველოს №1 განყოფილება:
ა) ახორციელებს ამანათების მიღება-შემოწმებასა და დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) არასრულ შემოწმებაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და, შესაბამისი დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ატყობინებს სამმართველოს უფროსს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მასზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებით, ახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილებებს სამმართველოს შესაბამის განყოფილებაში.
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. სამმართველოს №8 განყოფილება:
ა) ატარებს დაწესებულებაში შესულ და დაწესებულებიდან გასულ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირად სრულ და არასრულ შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესული და დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში შემოწმებაგაუვლელი პირების დაშვების აღკვეთას;
დ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთების შეტანის აღკვეთას, კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს მათი მიღების არხებისა და შესაბამისი პირების გამოვლენას;
ე) შემოწმების განხორციელებისას აკრძალული/არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს;
ვ) აწარმოებს დაწესებულებაში შესული და დაწესებულებიდან გასული პირების აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) ახორციელებს დაწესებულებაში მიღებული და დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას და ახორციელებს მასზე შესაბამის რეაგირებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
თავი IV
სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 9🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
გ) სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია მოითხოვს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან და დაწესებულებებიდან, აგრეთვე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან;
დ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;
ე) წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამმართველოს სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ვ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს მოქალაქეებისა და მოსამსახურეების განცხადებებსა და წინადადებებს;
თ) შეიმუშავებს ან/და მონაწილეობს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში;
ი) წარადგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) კოორდინაციას უწევს სამმართველოს გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;
ლ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე, აძლევს დავალებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამმართველოს;
ნ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის კურატორი მოადგილის წინაშე – ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს №1 განყოფილების უფროსი, ხოლო მის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 10🔗
1. სამმართველოში სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, წყვეტს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) წარმოადგენს განყოფილებას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
დ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ე) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) ორგანიზებას უკეთებს და ატარებს ინსტრუქტაჟს შემოწმების ჩატარების დროს ზომების გამკაცრების შესახებ, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ზ) პირადი არასრული შემოწმების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პირის პირადი სრული შემოწმების თაობაზე;
თ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ;
ი) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
ლ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას განყოფილების მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ნ) მონაწილეობს განყოფილების გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს და სამმართველოს უფროსის დავალებებს.
3. განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს, მინისტრის გადაწყვეტილებით, ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული მოსამსახურე.
მუხლი 11🔗
1. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) უფროსი ინსპექტორები;
ბ) ინსპექტორები.
2. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო უფროსის წინაშე.
4. სამმართველოს მოსამსახურეების ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 12🔗
1. განყოფილების მოსამსახურეები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ 24- საათიან სამორიგეო ცვლაში.
2. სამმართველოს №1 განყოფილების მოსამსახურეები სამსახურებრივი უფლებამოსილებას ახორციელებენ სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში. ამასთან, სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებით, მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაევალოთ ასევე სამმართველოს შესაბამის განყოფილებაში.
3. განყოფილების მოსამსახურეები (გარდა №1 განყოფილების მოსამსახურეებისა) ექვემდებარებიან როტაციას განყოფილებაში სამსახურებრივი საქმიანობის უშუალოდ შესრულებისას, განყოფილების უფროსის მიერ დადგენილი პერიოდულობით.