⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.02.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016406
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,086 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2018 მიღება
01.01.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2018 წლის 2 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევიას და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №22 (სსმ. 12/03/2013, 010260020.35.153.016162)  და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №12 (სსმ, 05/09/2014, 010260020.35.175.016012) დადგენილებები. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა  და მობილიზაციის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა  და  მობილიზაციის  სამსახური არის  მცხეთის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანას, საამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას და მოქალაქეთა რეზერვში ჩარიცხვას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი, ასევე სხვა საჭირო რეკვიზიტები. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები, უფლებები და მოვალეობანი 1. სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემის ორგანოებთან ერთად შესაბამისი გეგმის მიხედვით წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა განხორციელებას, აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვას და სათანადო გადაწყვეტილებათა მიღებას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისათვის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მასალების მომზადებას და მათ გადაცემას სამართალდამცავი ორგანოებისათვის, იმ მოქალაქეთა რეზერვში ჩარიცხვა, ვინც მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 2. სამსახურის უფლება აქვს : ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუფერხებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, კერძო სტრუქტურებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან; ბ) მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, შეისწავლოს და დასვას საკითხი  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; გ) მოაწყოს თათბირები და შეხვედრები მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ. 3 .სამსახური ვალდებულია: ა) გააკონტროლოს  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლე- ახალგაზრდობის პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიმდინარეობა; ბ) მოამზადოს და შესაბამის ზემდგომ სამსახურს დადგენილ ვადებში წარუდგინოს ინფორმაცია და ანგარიში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა   1.  სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) წვევამდელთა  გაწვევის განყოფილება; ბ) რეზერვისტთა  გაწვევის განყოფილება; გ) წვევამდელთა მიწერის განყოფილება. მუხლი 4🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ)ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომელთა შორის, აკონტროლებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; დ) მუნიციპალიტეტის მერს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ, წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; 2.  სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის  წინაშე; 3.  სამსახურის ხელმძღვანელის  არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. მუხლი 5🔗. მეორადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი  1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე; ბ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;  დ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. 2. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით, მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების ხელმძღვანელის  უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 6🔗. წვევამდელთა გაწვევის განყოფილება  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) წვევამდელთა კარტოთეკის ზუსტ აღრიცხვას, წარმოებასა და შენახვას; ბ) გასაწვევი წვევამდელების დაუწყებას, მათთან გასაუბრებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას; გ) გასაწვევ  წვევამდელთა წარდგენას შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში; დ) ანბანური და საოქმი წიგნების წარმოებასა და მათ მოვლა-შენახვას; ე) გაწვევის დაწყების წინ ანბანური წიგნებისა და სააღრიცხვო ბარათების შედარებას; ვ) გადავადების მქონე წვევამდელთა სააღრიცხვო ბარათებში სათანადო აღნიშვნის გაკეთებასა და შესაბამისი დამადასტურებელი ცნობების განახლებას; ზ) კონტროლს იმ წვევამდელთა საქმეებზე, ვისაც უმთავრდება გადავადების ვადა; თ) ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევ წვევამდელთა დოკუმენტების მომზადებასა და გაგზავნას; ი) საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი და საარქივო კარტოთეკიდან წვევამდელებზე ცნობების გაცემას; კ) ზღვრულ ასაკს მიღწეული (27 წელი) წვევამდელების გადარიცხვას რეზერვისტა გაწვევის განყოფილებაში შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე; ლ) წვევამდელთა აღრიცხვაზე აყვანას და აღრიცხვიდან მოხსნა, შესაბამისი  დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე; მ) გაწვევის დამთავრების შემდეგ ანგარიშის მომზადებას და წარდგენას ზემდგომ ორგანოებთან; ნ) განყოფილების სამსახურებრივი დოკუმენტების ელექტრონულ წარმოებას. მუხლი 7🔗. რეზერვისტთა გაწვევის განყოფილება  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) რეზერვისტთა აღრიცხვაზე აყვანას და აღრიცხვიდან მოხსნას ; ბ) რეზერვის სერჟანტთა და რიგითთა სააღრიცხვო და ანბანური ბარათების შედარებას; გ) რეზერვისტთა დროებითი სამხედრო მოწმობების გამოწერასა და უწყისში გატარებას; დ) საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში რეზერვისთტა პირადი საქმეების მომზადებას; ე) სააგიტაციო მუშაობის გაწევას შეიარაღებულ ძალებში რეზერვისტთა საკონტრაქტო სამსახურში გაწვევისათვის; ვ) რეზერვისტთა სასწავლო შეკრებაზე გაწვევისათვის სამუშაოების ჩატარებას; ზ) სამობილიზაციო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას; თ) მოქმედ ბატალიონებში ჩარიცხულ რეზერვისტთა სახელობითი სიების დაზუსტებას; ი) განყოფილების საქმისწარმოებას; კ) საჭიროების შემთხვევაში, რეზერვის სერჟანტებზე, რიგითებსა და ოფიცრებზე ცნობების გაცემას, როგორც მოქმედი კართოტეკიდან, ასევე საარქივო მასალებიდან; ლ) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, სავალდებულო-სამხედრო სამსახურმოხდილი მოქალაქეების ჩარიცხვას  აქტიურ და ინდივიდუალურ რეზერვში; მ)  რეზერვის სერჟანტთა, რიგითთა და ოფიცერთა საარქივო პირადი საქმეებისა და სააღრიცხვო ბარათების შენახვასა და დაცვას; მუხლი 8🔗. წვევამდელთა მიწერის განყოფილება  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) 1 იანვრიდან 30 აპრილამდე იმ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, რომელთაც  მიმდინარე წელს უსრულდებათ 17 წელი. აგრეთვე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, არ იქნენ აყვანილი პირველად სამხედრო აღრიცხვაზე; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის და დოკუმენტაციას გამოთხოვას იმ პირთა შესახებ, რომლებიც ექვემდებარებიან პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას; გ) პირველადი სამხედრო აღრიცხვის გრაფიკის მომზადებას და მის თაობაზე საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელების ინფორმირებას; დ) პირველად სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის შედარებას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასულ და სხვა სკოლებში რიცხულ მოსწავლე ჭაბუკთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას; ვ) პირველად სამხედრო აღრიცხაზე ასაყვან მოქალაქეთა საერთო სიის შედგენას; ზ) აღრიცხვაზე ასაყვან ჭაბუკთა სააღრიცხვო ბარათების შევსებასა და მათ დალაგებას ტერიტორიული პრინციპის შესაბამისად; თ) პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ ჭაბუკთა სააღრიცხვო ბარათების მიხედვით ანბანური წიგნის წარმოებას. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია. 2.  სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.