ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2014 წლის 27 აგვისტო ქ. მცხეთა |
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. ასევე, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერისა გადაწყვეტილებებითა და სპეციალური სახელმძღვანელოთი „სამხედრო განყოფილებათა სამსახურებრივი საქმიანობის წარმართვის შესახებ“
3. სამსახური ფინანსდება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
4. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი, ასევე სხვა საჭირო რეკვიზიტები.
ა)უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზაცია;
ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა.
გ) გააკონტროლოს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სახედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება.
დ) განახორცილოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი.
2.სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
ბ) 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
გ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
დ) სავალდებულო სახედრო სამსახურში გამწვევის კომისიების მუშაობის ორგანიზაცია და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში გაგზავნა;
ე) ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემის ორგანოებთან ერთად შესაბამისი გეგმის მიხედვით წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა განხორციელება;
ვ)აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა და სათანადო გადაწყვეტილებათა მირება;
ზ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისათვის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მასალების მომზადება და მათი გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
თ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სახედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი.
3.სამსახურის უფლება აქვს:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუფერხებლად მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, კერძო სტრუქტურებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, შეისწავლოს და დასვას საკითხი ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე მოქალაქეთა სამხედრო არრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ.
გ) მოაწყოს თათბირები და შეხვედრები მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ.
4.სამსახური ვალდებულია:
ა) გააკონტროლოს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლე-ახალგაზრდობის პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიმდინარეობა;
ბ)გამოვალინოს მოქალაქის პროფესიულ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა სამხედრო სამსახურში მისი ეფექტიანად გამოყენების მიზნით.
გ)მოამზადოს და შესაბამის ზემდგომ სამსახურს დადგენილ ვადებში წარუდგინოს ინფორმაცია და ანგარიში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ.
2. სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე ამოცანების შესრულებისათვის.
ბ)ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომელთა შორის, აკონტროლებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.08.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.175.016012.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №12, 27.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2480562/