1. ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას მცხეთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს შესაბამისი სამსახურის ან პირის მეშვეობით.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტმა ობიექტიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოახდინოს
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/მიეთითოს, რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში/
3. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში არსებული იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან მათი ნაწილის, ღია ტერიტორიის ფართის ან მათი ნაწილის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).
4. ობიექტი ვალდებულია წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში.
5. ობიექტი ვალდებულია თავად შეიძინოს სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყოს მისი განთავსების ადგილი.
6. ობიექტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტიდან, ისე მომსახურე პირისგან.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე მცხეთის მუნიციპალიტეტს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
8. ობიექტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტს მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირებ