1. ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას გაერთიანება ახორციელებს შესაბამისი სამსახურის ან პირის მეშვეობით.
2. გაერთიანებამ აბონენტის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოახდინოს
-------------------------------------------------------------------------------------------------------
/მიეთითოს, რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში/
3. აბონენტი ვალდებულია გაერთიანებას წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში არსებული იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან მათი ნაწილის, ღია ტერიტორიის ფართის ან მათი ნაწილის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).
4. აბონენტი ვალდებულია წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ სათავსში.
5. აბონენტი ვალდებულია გაერთიანებასთან შეთანხმებით თავად შეიძინოს სპეციალური სათავსები და გამოყოს მისი განთავსების ადგილი.
6. აბონენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს როგორც გაერთიანებიდან, ისე მომსახურე პირისგან.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე გაერთიანებას მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
8. აბონენტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გაერთიანებას მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირებ