2. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ მცხეთისა) ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები და ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
4. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების ტიპური ფორმები დანართი №5-ის და დანართი №6-ის შესაბამისად.
5. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი დანართი №7-ის შესაბამისა