„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №49 |
|
2018 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №14 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
შენიშვნა *: ღირებულებაში არ შედის მივლინებისა და ექსპედიციის ხარჯები. შენიშვნა **: ანგარიშის სირთულე დამოკიდებულია სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების და ნაგებობების კონსტრუქციულ თავისებურებებზე (მოქმედი სტანდარტების მიხედვით).
ექსპედიციური სამუშაოების ჩასატარებლად სამივლინებო ხარჯების ღირებულება
“.
|
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-19 პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის ჩათვლით) გაცემა დაჩქარებულ ვადებში:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში − 50 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში − 100 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში − 150 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; დ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღეში − 200 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ე) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 2 სამუშაო დღეში − 300 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ვ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღეს − 400 ლარი, დღგ-ის ჩათვლით; ზ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დღეს − 500 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.
– შენიშვნა: ამ დანართის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა, მოთხოვნა (თანდართულ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად) დარეგისტრირდეს სამუშაო დღის 12:00 საათამდე.“.
|