ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2018 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. განესაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით; ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით; გ) ყოველი თვის (15 რიცხვიდან მომდევნო თვის 15 რიცხვამდე) განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ ერთი შეხვედრისათვის, რომელიც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი აქტით (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი). 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა მიეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამივე ქვეპუნქტის შესრულების შემთხვევაში. თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვეპუნქტებიდან მხოლოდ ორს, მას მიეცემა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი რაოდენობის თანხა 20 პროცენტის გამოკლებით, თუ შეასრულებს მხოლოდ ერთს, საკრებულოს წევრს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა. 4. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ - ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 6. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“- ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 15 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტს (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|