მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2018 წლის 6 თებერვალი ქ. მარნეული |
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის, განესაზღვროს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა თვეში 600 (ექვსასი) ლარით.
მუხლი 2
წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2015, №010250000.35.159.016210)
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.12.2021.
- როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
- „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მიღებულია 06.02.2018. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.159.016328.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.12.2021-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №9, 06.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.159.016328 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4051621/