მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.02.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 210020030.35.163.016391
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.10.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული
ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2018 წლის 8 თებერვალი
ქ. თელავი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს ახლად ასაშენებელი/დასანგრევი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის –
1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით, აგრეთვე ხაზობრივი ნაგებობებისათვის (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი, ელ. გადაცემის ხაზები, ელ. კავშირი, არხები და სხვა) –
1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხოს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №48 დადგენილება „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 28/10/2014, 210020030.35.176.016048).
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №15 დადგენილება „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/06/2017, 210020000.35.163.016343).
მუხლი 7🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
დანართი
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა - ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური/იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური/იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებსაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულები არიან სახელმწიფოს მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის იურიდიული პირები, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2019 წლის 01 იანვრამდე.