ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.02.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016397
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/02/2018
matsne.gov.ge 2,199 სიტყვა · ~11 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
დაწესებულების პერსონალი
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 4
კლასტერი
საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება.
მუხლი 4
ადმინისტრაციული პერსონალი
პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი.
მუხლი 4
სტრატეგიული მართვა
დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 4
საგანმანათლებლო პროგრამის მართვა
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა.
მუხლი 4
მატერიალური რესურსის მართვა
დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა.
მუხლი 4
ადამიანური რესურსის მართვა
დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა.
მუხლი 4
საგანმანათლებლო პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად.
მუხლი 4
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი
აღმზრდელ-პედაგოგიდა სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.).
მუხლი 4
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი
პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
მუხლი 4
ტექნიკური პერსონალი
პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე,  მცენარეთა მოვლასა და უსაფრთხოებაზე.
მუხლი 4
ჯგუფის დამხმარე პერსონალი
პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში.
მუხლი 4
კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას.
მუხლი 4
სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელის უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსის მოვლას.
მუხლი 4
მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში).
მუხლი 4
თემი
ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
მუხლი 4
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 28.02.2018 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 24.10.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 27.10.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 29.09.2017 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 26.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2018 წლის 8 თებერვალი ქ. თელავი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16  მუხლის მეორე პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №31 დადგენილება ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ(www.matsne.gov.ge, 25/09/2017, 010250050.35.176.016169)“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს თელავის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალი. მუხლი 2🔗. სტანდარტის რეგულირების სფერო სტანდარტი, პერსონალის კლასტერის მიხედვით, განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნასა და უნარებს. მუხლი 3🔗. სტანდარტის სტრუქტურა წინამდებარე დოკუმენტში პერსონალის პროფესიული სტანდარტები წარმოდგენილია კლასტერების მიხედვით და თითოეულ კლასტერში მოცემულია ის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა, უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი უფლებამოსილებების წარმატებით განხორციელებისთვის. დოკუმენტი ასევე ადგენს პერსონალის ღირებულებების, ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის, პერსონალის პროფესიული გარემოს, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდამჭერ სტანდარტებს. მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება 1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. 2. ამ სტანდარტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება. გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი. დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება. ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა. ვ) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა. ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა. თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად. ი) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელ-პედაგოგიდა სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.).  კ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ლ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე,  მცენარეთა მოვლასა და უსაფრთხოებაზე. მ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში. ნ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას. ო) სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელის უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსის მოვლას. პ) მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში). ჟ)  თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ. თავი II დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა მუხლი 5🔗. დაწესებულების  პერსონალის შემადგენლობა დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად აჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდნენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერი): 1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია: ა) სტრატეგიულ მართვაზე; ბ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე; გ) მატერიალური რესურსების მართვაზე; დ) ადამიანური რესურსების მართვაზე. 2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:   საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი. 3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.   ექთანი/მედდა. 4.  ტექნიკური პერსონალი: ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი; ბ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი; გ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი; დ) სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალი; ე) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი. 5. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთიდაიგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს. 6. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება, დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით. თავი III საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 6🔗. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის – აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელი-ასისტენტს: ა) აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება; ბ)  გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. 3.  საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს (აღმზრდელის ტექნიკურ ასისტენტს): ა) დაკავებული პოზიციის შესაბამისი არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება; ბ)  გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. 4. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ადრეული განათლების პრინციპები; გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები; ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები; თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები; ი) საგნობრივი დისციპლინები; კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი; ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები; მ) იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება; ნ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია; ო) გუნდური მუშაობის პრინციპები. 5. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია: ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება; ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა; გ) გუნდში მუშაობა; დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება; ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში; ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა; ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში. ი) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია. მუხლი 7🔗. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში. 2. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. 3. ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები; დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები; ე) ადრეული განათლების პრინციპები; ვ) დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისად, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში; ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე; თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები; ი) თემში არსებული რესურსების შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს. 4. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია: ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა; ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან; გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების  სტრატეგიების გამოყენება; დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას; ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ჩასართავად; ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა; ზ) ინტერვენციების განხორციელება ბავშვის ჯგუფში, ინდივიდუალურად, ან/და მცირე ჯგუფებში; თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის  ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით; ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით; კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით; ლ) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება. თავი IV ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 8🔗. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია; ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. 2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები; გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; დ) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;  ე) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები; ვ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; ზ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; კ) მენიუს შედგენის წესი. 3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია: ა) ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, როგორც თითოეული  ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის; გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა; დ) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა; ე) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა და მეთვალყურეობა; ვ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა; ზ) „დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა“ და „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება. თავი V ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 9🔗. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. კვებაზე პასუხისმგებელ  პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში და კვების ობიექტზე, ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. 2. კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები; ბ) ჯანსაღი კვების ნორმები; გ) ნედლეულის გახარჯვის ნორმები; დ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები; ე) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; ვ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; 3. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა; ბ) მენიუს შედგენა; გ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით; დ) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა. ე) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა. მუხლი 10🔗. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) სრული ზოგადი განათლება/პროფესიული განათლება; ბ) დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება. 2. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელ პერსონალმა იცის: ა)  მატერიალური რესურსის/პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლები; ბ) დაწესებულების მატერიალური რესურსის/პროდუქტის დაცვის პრინციპები; გ) ინვენტარიზაციის პრინციპები. 3. სამეურნეო ნაწილზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) აღრიცხოს და გასცეს დაწესებულების მატერიალური რესურსი/პროდუქტი; ბ) აღრიცხოს გაცემული მატერიალური რესურსის/პროდუქტების რაოდენობა და აწარმოოს ნაშთის აღრიცხვა; გ) მოხმარებული მატერიალური ფასეულობების და კვების პროდუქტების ჩამოწერა. მუხლი 11🔗. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) მცენარეთა დაცვის/მოვლის საკითხები; ბ) ალერგიული და მავნე მცენარეების შესახებ. 2. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულებაში გამწვანებასა და სისუფთავეზე ზრუნვა; ბ) საჭიროების შემთხვევაში შენობისა და ეზოს დერეპტლიზაცია. თავი VII პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა მუხლი 12🔗. პერსონალის ღირებულებები 1. პერსონალი ემპათიურია თითოეული ბავშვის, მისი ოჯახისა და თანამშრომლის მიმართ. 2. პერსონალი არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას. 3. პერსონალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის. 4. პერსონალი იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას. 5. პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 6. პერსონალი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული. 7. პერსონალი გაწონასწორებული და ობიექტურია. 8. პერსონალის მთავარი ღირებულება თითოეული ბავშვის კეთილდღეობაა. მუხლი 13🔗. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა 1. პერსონალი იცავს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. პერსონალი ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს თითოეული ბავშვისთვის. 3. პერსონალი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების  ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას, მათ შორის პირადი მაგალითით. 4. პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და სათანადო რეაგირება.   5. პერსონალი ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარიული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ. 6. პერსონალი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს. 7. პერსონალი ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათ შორის პირადი მაგალითით. 8. პერსონალი მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ ფორმებს. თავი VIII პერსონალის პროფესიული გარემო მუხლი 14🔗. ურთიერთობა 1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვის ოჯახთან და სხვა სუბიექტებთან. 2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი  თანამშრომლობის   ფორმები. 3. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად. 4. პერსონალი ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში. 5. პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც   თანამშრომლებთან ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას. 6. პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას. 7. პერსონალი თემთან ურთიერთობისას ითვალისწინებს თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს. მუხლი 15🔗. პროფესიული განვითარება 1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით. 2. პერსონალი თვითრეფლექსიურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ, კრიტიკულად გადაამუშავებს საკუთარ გამოცდილებას, ახდენს საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზს. 3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა.  4. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად.  5. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა. თავი IX პერსონალის მიერ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერა მუხლი 16🔗. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა 1. პერსონალი საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფს მრავალფეროვნების პატივისცემას და თანაბარი ჩართულობის პრინციპების დაცვას. 2. პერსონალი პატივს სცემს და  საკუთარი პრაქტიკის განხორციელებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განსხვავებულობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებით. 3. პერსონალი დაწესებულების ფარგლებში ხელს უწყობს თანასწორობითი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას. 4. პერსონალი საჭიროებისამებრ იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებს.