ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №222 |
|
2017წლის ოქტომბერი 24 ქ. რუსთავი |
|
2. ამ სტანდარტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება;
გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი;
დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა;
ვ) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა;
ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა;
თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად;
ი) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.);
კ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი და სხვა);
ლ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამაში ჩართული აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
მ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე;
ნ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს აღსაზრდელებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება აღსაზრდელების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში;
ო) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას;
პ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, უზრუნველყოფს აღსაზრდელებისათვის ჯანსაღი საკვების მომზადებას;
ჟ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს;
რ) მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში).
ს) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (აღსაზრდელებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას.
1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:
ა) სტრატეგიულ მართვაზე;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე;
გ) მატერიალური რესურსების მართვაზე;
დ) ადამიანური რესურსების მართვაზე.
2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:
ა) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი;
ბ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი.
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.
4. ტექნიკური პერსონალი:
ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი;
ბ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
გ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
დ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
ე) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
ვ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.
5. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს.
6. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით და დამფუძნებელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები (საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურის, წყალი-სანიტარია-ჰიგიენის, კვების და სხვა);
ვ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პრინციპები, ინკლუზიური განათლების პრინციპები, ორგანიზაციული ქცევისა და წარმართვის პრინციპები; ბავშვის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის პრინციპები.
2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) დაწესებულების ბიუჯეტის (ბუღალტერიის თეორიის) მართვის შესაძლებლობა;
ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ) კვლევის და დაგეგმვის, განხორციელების, შედეგების ანალიზის შესაძლებლობა;
დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
ე) მოლაპარაკების წარმოების და ადვოკატირების შესაძლებლობა;
ვ) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ვ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პრინციპები, ინკლუზიური განათლების პრინციპები, ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები; სწავლებისა და კვლევის მეთოდები შესაბამისი საფეხურების მიხედვით;
ზ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზება და მართვა;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) აღსაზრდელებისთვის და მათი მშობლებისთვის განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია;
დ) სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;
ე) აღსაზრდელების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ვ) ეფექტური კომუნიკაცია (ალტერნატიული ფორმების გამოყენება) და პოზიტიური გაძღოლა;
ზ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა;
თ) დარგში არსებული სიახლეების მოძიებისა და გაზიარების უნარი;
ი) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;
კ) ადამიანური რესურსის მართვის შესაძლებლობა;
ლ) სტესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ბ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) შესყიდვებისა და ფინანსების მარგულირებელი კანონმდებლობა;
ე) ფინანსური აღრიცხვის სისტემა და ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;
ვ) ფინანსური რეგულაციები;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
2. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
გ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში შესყიდვების დაგეგმვა/მართვა;
ე) ქონების ინვენტარიზაცია;
ვ) სახელფასო უწყისის წარმოება;
ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენა.
ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;
ვ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი;
ზ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნისა და მოტივაციის პრინციპები;
თ) დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობები;
ი) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვა;
ბ) პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭიროებების განსაზღვრა;
გ) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
დ) საქმის წარმოების შესაძლებლობა;
ე) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრისა და კონტროლის განხორციელების მექანიზმების შემუშავება;
ვ) დაწესებულების პერსონალთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
2. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს მოეთხოვება შემდეგი თემატიკის ცოდნა:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ადრეული განათლების პრინციპები;
გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები;
ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები;
თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები;
ი) საგნობრივი დისციპლინები;
კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი;
ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები;
მ) იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება;
ნ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია;
ო) გუნდური მუშაობის პრინციპები.
3. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
ბ) ოჯახთან თანამშრომლობა;
გ) გუნდში მუშაობა;
დ) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში;
ე) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ვ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
ზ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში;
თ) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია.
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები;
დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები;
ე) ადრეული განათლების პრინციპები;
ვ) დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისად, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში;
ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე;
თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები;
ი) მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს.
2. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა;
ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან;
გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების სტრატეგიების გამოყენება;
დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას;
ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ჩასართავად;
ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;
ზ) ინტერვენციების განხორციელება ბავშვის ჯგუფში, ინდივიდუალურად, ან/და მცირე ჯგუფებში;
თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;
კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ლ) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება.
ა) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ;
ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები;
გ) გუნდური მუშაობის პრინციპები.
2. ჯგუფის დამხმარე პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) საგანმანათლებლო პერსონალის დახმარება საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაში;
ბ) გუნდში მუშაობა;
გ) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია.
ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები;
გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები.
2. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი ფლობს შემდეგ უნარებს:
ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.
ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
გ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები.
დ) ჯანსაღი კვების ნორმები;
ე) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
ვ) მენიუს შედგენის წესი;
ზ) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
თ) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ი) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
2. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) საკვების მომარაგებისა და განსაზღვრის უნარი;
ბ) მენიუს შედგენა;
გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერისა და აღრიცხვა;
დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა.
ვ) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები;
ბ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები.
2. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს :
ა) დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება;
ბ) დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, შესაბამისი ტექნიკის გამოყენება.
ა) მცენარეთა დაცვის/მოვლის საკითხები;
ბ) ალერგიული და მავნე მცენარეების შესახებ ინფორმაცია;
გ) ალერგიული და მავნე მცენარეების გავრცელების აღკვეთა და დაცვის მექანიზმები (შეწამვლა, მოჭრა და სხვა);
2. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) დაწესებულებაში გამწვანებასა და სისუფთავების გაუმჯობესების მეთოდებს;
ბ) ეზოს ნარგავების მოწესრიგების, გასხვლის, გადაბელვის, გამარგვლისა და გამრავლების მეთოდებს;
გ) ეზოს ლანდშაფტის დიზაინის შექმნის უნარს.
ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;
ბ) საევაკუაციო გეგმა;
გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები.
2. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
გ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
დ) უსაფრთხოების ნორმებისა და დაცვის მიზნით;
ე) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
ვ) საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.
2. პერსონალი არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას.
3. პერსონალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის.
4. პერსონალი იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას.
5. პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
6. პერსონალი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული.
7. პერსონალი გაწონასწორებული და ობიექტურია.
8. პერსონალის მთავარი ღირებულება თითოეული ბავშვის კეთილდღეობაა.
2. პერსონალი ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს თითოეული ბავშვისთვის.
3. პერსონალი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას, მათ შორის პირადი მაგალითით.
4. პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და სათანადო რეაგირება.
5. პერსონალი ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ.
6. პერსონალი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს.
7. პერსონალი ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათ შორის პირადი მაგალითით.
8. პერსონალი მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ ფორმებს.
2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმები.
3. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
4. პერსონალი ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში.
5. პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც თანამშრომლებთან ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას.
6. პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას.
7. პერსონალი თემთან ურთიერთობისას ითვალისწინებს თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს.
2. პერსონალი თვითრეფლექსიურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ, კრიტიკულად გადაამუშავებს საკუთარ გამოცდილებას, ახდენს საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზს.
3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა.
4. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად.
5. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა.
2. პერსონალი პატივს სცემს და საკუთარი პრაქტიკის განხორციელებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განსხვავებულობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებით.
3. პერსონალი დაწესებულების ფარგლებში ხელს უწყობს თანასწორობითი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.
4. პერსონალი საჭიროებისამებრ იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებს.