1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების და თემატიკის ცოდნა:
ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები (საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურის, წყალი-სანიტარია-ჰიგიენის, კვების და სხვა);
ვ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პრინციპები, ინკლუზიური განათლების პრინციპები, ორგანიზაციული ქცევისა და წარმართვის პრინციპები; ბავშვის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის პრინციპები.
2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) დაწესებულების ბიუჯეტის (ბუღალტერიის თეორიის) მართვის შესაძლებლობა;
ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ) კვლევის და დაგეგმვის, განხორციელების, შედეგების ანალიზის შესაძლებლობა;
დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
ე) მოლაპარაკების წარმოების და ადვოკატირების შესაძლებლობა;
ვ) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარებ