1. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს მოეთხოვება შემდეგი სამართლებივი აქტებისა და თემატიკის ცოდნა:

ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ბ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;

გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

დ) შესყიდვებისა და ფინანსების მარგულირებელი კანონმდებლობა;

ე) ფინანსური აღრიცხვის სისტემა და ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები;

ვ) ფინანსური რეგულაციები;

ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

2. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:

ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;

ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;

გ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;

დ) უფლებამოსილების ფარგლებში შესყიდვების დაგეგმვა/მართვა;

ე) ქონების ინვენტარიზაცია;

ვ) სახელფასო უწყისის წარმოება;

ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენ