1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების და თემატიკის ცოდნა:
ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ვ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პრინციპები, ინკლუზიური განათლების პრინციპები, ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები; სწავლებისა და კვლევის მეთოდები შესაბამისი საფეხურების მიხედვით;
ზ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები;
თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.
2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზება და მართვა;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) აღსაზრდელებისთვის და მათი მშობლებისთვის განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია;
დ) სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება;
ე) აღსაზრდელების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა;
ვ) ეფექტური კომუნიკაცია (ალტერნატიული ფორმების გამოყენება) და პოზიტიური გაძღოლა;
ზ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა;
თ) დარგში არსებული სიახლეების მოძიებისა და გაზიარების უნარი;
ი) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება;
კ) ადამიანური რესურსის მართვის შესაძლებლობა;
ლ) სტესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობ