1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების და თემატიკის ცოდნა:

ა) ბავშვთა უფლებების კონვენცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;

დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები;

ვ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი;

ზ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნისა და მოტივაციის პრინციპები;

თ) დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობები;

ი) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება.

2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:

ა) პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვა;

ბ) პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭიროებების განსაზღვრა;

გ) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

დ) საქმის წარმოების შესაძლებლობა;

ე) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრისა და კონტროლის განხორციელების მექანიზმების შემუშავება;

ვ) დაწესებულების პერსონალთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

თავი IVსაგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტე