1. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მოეთხოვება შემდეგი მეთოდიკის ცოდნა:
ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;
ბ) საევაკუაციო გეგმა;
გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები.
2. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
გ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
დ) უსაფრთხოების ნორმებისა და დაცვის მიზნით;
ე) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
ვ) საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.