ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.08.178; 64.30.01.081;) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/49
სარეგისტრაციო კოდი 330090020.22.024.016526
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2018
matsne.gov.ge 951 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მდებარე 30000.00 კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 1. 96% 23.02.2018 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 9158.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 19.07.2019 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 07.12.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.736) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 08.02.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.06.169) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 17.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.08.178; 64.30.01.081;) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/49 2018 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.08.178; 64.30.01.081;) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.08.178; 64.30.01.081;) განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება. მუხლი 2🔗 წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტი დაბა ბაკურიანში  ,,კოხტას ძირი“ მიწის ნაკვეთებზე, ს/კ 64.30.08.178; 64.30.01.081, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების  პროექტი 2017 წ. საპროექტო ობიექტი – სასტუმრო და აპარტამენტების კომპლექსი ობიექტის მისამართი დაბა ბაკურიანი ,,კოხტის ძირი“ დამკვეთის/მენაშენის განაცხადი: 26.12.2017, №16479/09 მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები: 64.30.08.178; 64.30.01.081 გრგ-ის საპროექტოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს - 6600.00 მ​2 ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები ტერიტორიის დახასიათება და ქალაქმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები მიწის ნაკვეთი განთავსებულია ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, საერთო ფართობია 6600.00 კვ.მ ტერიტორია თავისუფალია შენობა-ნაგეგბობებისაგან. ნაკვეთი გარშემორტყმულია ტყით. ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლება დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. განაშენიანებვის რეგულირების გეგმით განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციური  ზონები გეგმარებითი დავალებით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად. შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან ტერიტორიის რელიეფიდან და არსებული ნარგავების მდებარეობიდან განისაზღვროს ასალი შენობა -ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი კომპოზიცია კომპლექსი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საზღვრებში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით. გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა; ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში 1 ბინაზე -1 ავტოსადგომი; სასტუმროს შემთხვევაში 2 ნომერზე- 1 ავტოსადგომი; მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობეის დანგრევა და გადატანა, ან მათი სივრცით გეგმარებითი მოწყობის შეცვლა. განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით. მოთხოვნები და იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, აუხედავობა და სხვა) განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე. დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები; შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი ინდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას; ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები; მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები  (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან; წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის სქემა; გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის მოთხოვნები; მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის უბნების განთავსების ადგილები; გათვალისწინებული იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი ბუნებრივ ლანშაფტთან თანაფარდობა და ტერიტორიის მიმდებარედ არსებლი საიჟინრო ქსელი; ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინროკომუნალური, სატრანსპორტო  და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით. პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო  ქსელით. ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტრო ენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა); მიწის ნაკვეთების ფართობი 6600.00 მ​2 ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1 0,3 ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტი კ2 მინიმალური 0,8 მაქსიმალური 1,1 ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე 11 მეტრი ფასადის სიმაღლე; 15 მეტრი კეხში; ტერიტორიის განმწვანების კოეფიციენტი კ3 0,3 ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები) ბ) განაშენიანების  სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) ა) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით, ბ) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით, ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა. ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა,     განისაზღვროს  გრგ-ის პროექტით. შენობის მაქსიმალური სართულიანობა 3 მიწისზედა სართული მანსარდით განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში -გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის  ჩამონათვალი 1. განაცხადი; 2. ტერიტორიის გრგ-ის  და გეგმარებითი დავალება; 3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა; 4. ზოგადი გეოლოგია; 5. გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა; 6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000; 7. ტოპო-გეოდეზიური  ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500; 8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში); 9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში; 10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000; 11. ფუნქციური ზონირების რუკა,  (არსებობის შემთხვევაში); 12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა); 13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000; 14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500; 15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში); 16. საინჟინრო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (შაჭიროების შემთხვევაში); 17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში); შენიშვნები: 1. გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად. 2. გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით. 3. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის 5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს. 4.  გრგ-ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით  აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე. 5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს: საპროექტო ტერიტორიის საზღვრები; მიწის ნაკვეთის საზღვრები; განაშენიანების რეგულირების ხაზები; შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H; მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა); განაშენიანების კოეფიციენტი კ1; განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2; გამწვანების კოეფიციენტი კ3; ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები; მითითებული იყოს გაბარიტული ზომები. დამატებითი მოთხოვნები 1. საპროექტო ტერიტორიის გრგ-ის დამუშავებული საპროექტო  დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 2. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.