ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მდებარე 30000.00 კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/71 |
|
2018 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი |
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მდებარე 30000.00 კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება. |
| მუხლი 2 |
წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები
|
1. |
ტერიტორიის დახასიათება და ქალაქმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები
|
· საპროექტო არეალი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, გეგმარებითი არეალის საერთო ფართობია 30000.00 კვ.მ და მოიცავს 2 საკადასტრო ერთეულს, კოდებით: 64.30.06.126; 64.30.06.149. · ტერიტორია თავისუფალია შენობა-ნაგებობებისაგან; · ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლევა დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. განაშენიანების რეგულირების გეგმით განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციური ზონები გეგმარებითი დავალებით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად; · განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში გრგ) პროექტით შესაძლებელია განხორციელდეს გეგმარებითი არეალის რამდენიმე მიწის ნაკვეთებად გამიჯვნა ან გადალაგება,სივრცითი-გეგმარებითი გადაწყვეტის შესაბამისად. · იმ შემთხვევაში თუ მოხდება მომიჯნავე ტერიტორიების შემოერთება საპროექტო არეალში, აღნიშნული ასახულ უნდა იქნეს გრგ-ის პროექტში. |
|
2. |
შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან. |
· ტერიტორიის რელიეფიდან და არსებული ნარგავების მდებარეობიდან განისაზღვროს ახალი შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი კომპოზიცია; · კომპლექსი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საზღვრებში; · იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით. · გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა; · ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში ერთი ავტოსადგომი კ-2 საანგარიშო ფართობის 100მ2 -ზე, მაგრამ არანაკლებ 1 ბინაზე -1 ავტოსადგომისა; სასტუმროს შემთხვევაში 3 ნომერზე- 2 ავტოსადგომი; · გათვალისიწინებულ იქნეს შიდა რეკრეაციული სივრცეები; · გათვალისწინებული იქნეს ინდივიდუალური განაშენიანებისთვის ცალკე ტერიტორია; · გათვალისწინებულ იქნეს სქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის №1-1/196 ბრძანებით დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“-ს მიერ N06/18 სხდომის ოქმში მითითებული რეკომენდაციები; |
|
3. |
მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევა და გადატანა, ან მათი სივრცით გეგმარებითი წყობის შეცვლა |
· განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით. |
|
4. |
მოთხოვნები და იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა) |
· განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე. · დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) შენობების განთავსებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; · შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას. |
|
5. |
ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარემოს დაცვის პირობები |
· მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები (არსებობის შემთხვევაში); · მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში მიღებულ იქნეს თანხმობა შესაბამისი უწყებიდან; · წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემები; · გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის მოთხოვნები; · მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები. |
|
6. |
ტერიტორიისა და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო კომუნალური, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა |
· პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები; · ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო ქსელით, ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისა და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის; · განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტრო ენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად. |
|
1. |
მიწის ნაკვენების ფართობი |
30 000.00 მ2 |
||
|
2. |
ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1 |
0,3 |
|
|
|
3. |
ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტი კ2 |
- |
|
|
|
4. |
ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე |
11 მეტრი ფასადის სიმაღლე; 15 მეტრი კეხში;
|
|
|
|
5. |
ტერიტორიის განმწვანების კოეფიციენტი კ3 |
0,3 |
|
|
|
6. |
ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები) ბ) განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) |
ა) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით
ბ) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით |
||
|
7. |
ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა. ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა, |
განისაზღვროს გრგ-ის პროექტით. |
||
|
8. |
შენობის მაქსიმალური სართულიანობა |
3 მიწისზედა სართული მანსარდით ან 4 მიწისზედა სართული (მე-4 სართულის მანსარდის სივრცეში მოწყობის პირობით) |
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში -გრგ ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
1. განაცხადი.
2. ტერიტორიის გრგ -ის პროექტი და გეგმარებითი დავალება.
3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა.
4. ზოგადი გეოლოგია.
5. გრგ -ის ტექნიკური ნაწილი : გრგ -ის აღწერა , განმარტებითი ბარათი , განხორციელების ეტაპები და რიგითობა.
6. სიტუაციური გეგმა , მ 1:2000 ან 1:1000.
7. ტოპო -გეოდეზიური ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ 1:500.
8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ 1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში ).
9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ (ებ )ი საჭიროების შემთხვევაში.
10. განშლები და ჭრილები , მ 1:500 ან 1:1000.
11. ფუნქციური ზონირების რუკა , (არსებობის შემთხვევაში ).
12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა არსებობის შემთხვევაში ).
13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა , მ 1:500 ან მ 1:1000.
14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500.
15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ 1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში ).
16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა , მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში ).
17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში ).
შენიშვნები :
1. გრგ -ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები , გეგმარებითი დავალებით დადგენილი მოთხოვნები ;
2. გრგ -ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით .
3. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის 5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში . საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს
4. გრგ -ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას , მისი განხილვის მიზნით , აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე
5. გრგ -ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს :
- საპროექტო ტერიტორიის საზღვრები;
- მიწის ნაკვეთის საზღვრები;
- განაშენიანების რეგულირების ხაზები;
- შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H;
- მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა არსებობის შემთხვევაში );
- განაშენიანების კოეფიციენტი კ 1;
- განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ 2;
- გამწვანების კოეფიციენტი კ 3;
- ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება , სამანქანე გზები და ავტოსადგომები;
- მითითებული იყოს გაბარიტული ზომები .
დამატებითი მოთხოვნები
1. საპროექტო ტერიტორიის გრგ -ის დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში .
2. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში .