ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №508 |
|
2017 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების – ს/კ64.30.11.045, ს/კ64.30.11.043, ს/კ64.30.11.042 ს/კ64.30.11.044, ს/კ 64.30.11.041, ს/კ64.30.04.917, ს/კ 64.30.04.918, ს/კ 64.30.04.919, ს/კ64.30.04.920 განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ·საპროექტო ობიექტი – საცხოვრებელი სახლები (მცირე მოცულობის კოტეჯები) · ობიექტის მისამართი ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა · მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები (ს/კ 64.30.11.045, ს/კ 64.30.11.043, ს/კ 64.30.11.042 ს/კ 64.30.11.044, ს/კ 64.30.11.041, ს/კ64.30.04.917, ს/კ64.30.04.918, ს/კ 64.30.04.919, ს/კ 64.30.04.920) · გრგ-ს საპროექტოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს- 3218მ2 -ს ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში – გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი 1. განაცხადი; 2. ტერიტორიის გრგ-ს რუკა გეგმარებითი დავალება; 3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა; 4. ზოგადი გეოლოგია; 5. გრგ-ს ტექნიკური ნაწილი: გრგ-ს აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა; 6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000 7. ტოპოგეოდეზიური ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500 8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში); 9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში; 10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000; 11. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში); 12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა); 13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000; 14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500; 15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში); 16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში); 17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში); შენიშვნები: 1.გრგ-ს პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ,,ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად. 2. გრგ-ს საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით. 3. მითითებული მასალები წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს. 4. გრგ-ს წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF დორმატში CD დისკზე. 5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს: - საპროექტო ტერიტორიის საზღვრები, - მიწის ნაკვეთის საზღვრები, - განაშენიანების რეგულირების ხაზები, - შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H - მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯვნის სქემა) - განაშენიანების კოეფიციენტი კ1 - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2 - გამწვანების კოეფიციენტი კ3 - ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები, - მითითებული იყოს გაბარიტული ზომები. |