ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №358 |
|
2017 წლის 24 ივლისი ქ. თბილისი |
|
• საპროექტო ობიექტი – სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი და
საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების კომპლექსი • დამკვეთი/მენაშენე - შპს „Waterlink corporation" (ს/ნ 4 04972482) • მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები და მისამართები – N64.30.01.415 - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, ქუჩა წრიული; N64.30.01.129 - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, ქუჩა წრიული; N64.30.01.205 - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, კოხტის ძირი; N64.10.08.295 - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, კოხტის ძირი; N64.10.08.276 - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, კოხტის ძირი, სათხილამურო ბაზა „ფიფქის" მიმდებარედ. • განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში – გრგ) საპროექტოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს – 4 619 კვ.მ ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები
განაშენიანების რეგულირების გეგმის შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი 1. განაცხადი; 2. ტერიტორიის გრგ-ს რუკა გეგმარებითი დავალება, 3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა; 4. ზოგადი გეოლოგია; 5. გრგ-ს ტექნიკური ნაწილი: გრგ-ს აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა, 6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000 7. ტოპო-გეოდეზიური ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500 8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში) 9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში, 10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000 11. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში) 12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა) 13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000, 14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500 15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში) 16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში) 17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში).
შენიშვნები: 1. გრგ-ს პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ,,ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად. 2. გრგ-ს საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით. 3. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის 5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილი იქნას ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს. 4. გრგ-ს წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე. 5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს:
- საპროექტო ტერიტორიის საზღვრები, - მიწის ნაკვეთის საზღვრები, - განაშენიანების რეგულირების ხაზები, - შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H - მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა) - განაშენიანების კოეფიციენტი კ1 - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2 - გამწვანების კოეფიციენტი კ3 - ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები, - მითითებული იყოს გაბარიტული ზომები.
დამატებითი მოთხოვნები 1. მაქსიმალური ყურადღება მიექცეს საზოგადოებრივ, საფეხმავლო გზებს; 2. მაქსიმალურად იქნეს დაცული ერთიანი არქიტექტურული იერსახე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“?
- „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №358. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.10.003.020067.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“, №358, 24.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020067 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3755005/