„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12-29
სარეგისტრაციო კოდი 330060000.35.101.016476
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.02.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.12.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12-29
2018 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-110 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებამდე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაწყებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციასთან და განვითარებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესი.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებთან წესრიგდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობისთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს გამგეობაში ამ წესის მიხედვით აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას.
მუხლი 2🔗.
წესის მიზანი
ამ წესის მიზანია:
ა) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელების რეგულირება, რომელიც გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერას;
ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის/აღრიცხვიდან მოხსნის პირობების განსაზღვრა.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ამხანაგობა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად და აღრიცხულია ამ წესის შესაბამისად;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა – ამ წესით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით მოიცავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ ამხანაგობების მხარდაჭერისა და დაფინანსების წესსა და პირობებს;
გ) გამგეობა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც დაფუძნებულია ამხანაგობა;
დ) წესდება – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ამხანაგობის წესდება, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაცია – ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფუნქციური გამართულობის და გამართული ფიზიკურ-ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული ქმედებები;
ვ) ამხანაგობების ასოციაცია – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნილი ამხანაგობების გაერთიანება.
მუხლი 4🔗.
უფლებამოსილი ორგანო
მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმ რაიონის გამგეობა, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც დაფუძნებულია ეს ამხანაგობა.
მუხლი 5🔗.
ამხანაგობის საერთო კრების ოქმი
1. ამ წესის მიზნებისთვის ამხანაგობის საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) ამხანაგობის მისამართი;
ბ) ამხანაგობის სახელწოდება;
გ) ამხანაგობის კრების გამართვის ადგილი, თარიღი და დრო;
დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი;
ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა;
ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა;
ზ) დღის წესრიგი;
თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა;
ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა;
კ) საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.
2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.
თავი II
ამხანაგობის აღრიცხვა
მუხლი 6🔗.
ამხანაგობის აღრიცხვა
1. ამხანაგობის აღრიცხვაზე დადგომის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს იმ გამგეობას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც დაფუძნებულია ამხანაგობა.
2. ამხანაგობამ აღრიცხვაზე დადგომის თაობაზე განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი – გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი;
დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია (სახელი – გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით);
ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ვ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;
ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს მრავალბინიან სახლში არსებულ უძრავ ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლებას, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს ამხანაგობის სახელით.
3. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს შესაბამისი გამგებლის თანხმობას.
4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს შესაბამისი გამგებლის თანხმობას.
5. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც გამგეობა გასცემს ან არ გასცემს აღრიცხვის ფურცელს.
6. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ) ამხანაგობის დასახელებას;
ე) ამხანაგობის მისამართს.
მუხლი 7🔗.
აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა
1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებულ, საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) ამხანაგობის წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია სახელი – გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გამგეობაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები.
მუხლი 8🔗.
ამხანაგობის აღრიცხვიდან მოხსნა
ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა, ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
თავი III
ამხანაგობის განვითარება
მუხლი 9🔗.
ამხანაგობის განვითარება
1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, გამგეობა განიხილავს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე.
2. ამხანაგობების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითკმარ სუბიექტად ჩამოყალიბების მიზნით, გამგეობა უფლებამოსილია ხელი შეუწყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ინსტიტუციურ, ეკონომიკურ განვითარებას და მხარი დაუჭიროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციების განვითარებას სხვადასხვა აქტივობებით.
მუხლი 10🔗.
განცხადების წარდგენა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე
1. ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) შესაბამისი გამგეობის დასახელებას;
ბ) განმცხადებელი ამხანაგობის რეკვიზიტებს;
გ) ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაფინანსების თაობაზე.
2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) გამგეობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ასლი;
ბ) ამ წესის შესაბამისად პირველადი მომართვის შემთხევავში, ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი;
გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმის დედანი, რომლითაც განსაზღვრული იქნება ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პრიორიტეტების მიხედვით.
მუხლი 11🔗.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების პირობები
1. გამგეობა განიხილავს შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან.
2. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით გამგეობა სრულად (100%-ით) აფინანსებს შემდეგ ძირითადი მიმართულებას:
ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);
ბ) ლიფტის შესაკეთებელი სამუშაოები (ლიფტები და სადარბაზოს სენსორული სანათები);
გ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელი სამუშაოები;
დ) 4 სართულამდე შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;
ე) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, თაღები და სართულშუა ნაპრალების სამუშაოები);
ვ) პროექტირების სამუშაოები (არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომსახურება).
3. გამგებელი უფლებამოსლია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვროს ამხანაგობისათვის სრულად (100%-ით) დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების სახე, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტში და რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით წარმოადგენს ამხანაგობების განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამუშაოებს.
4. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა) შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან, ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;
ბ) შესასრულებელი სამუშაო უკვე დაფინანსებულია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა;
გ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა;
დ) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა;
ე) დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები.
მუხლი 12🔗.
სამუშაოების შესყიდვის წესი
ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას გამგეობა განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გზით.
მუხლი 13🔗.
ამხანაგობის ვალდებულება
1. ამ წესით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების მიღებისათვის ამხანაგობა ვალდებულია:
ა) საერთო კრებაზე განსაზღვროს ამხანაგობის საჭიროებები რიგითობის მიხედვით;
ბ) „ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საერთო კრების ოქმით განსაზღვროს საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობა, რომლის შეტანაც განხორციელდება ამხანაგობის ანგარიშზე. შენატანების ოდენობა უნდა შეადგენდეს გამგეობის მიერ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების არანაკლებ 10%-ს;
გ) შეიმუშაოს ამხანაგობის არაუმეტეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამხანაგობის წევრების მიერ საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცლებელი სადანახარჯო შენატანების განკარგვის პირობები (სხვადასხვა მცირე ზომის სამუშაოები, ხელშეკრულება სერვისის მიმწოდებელთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხარჯების ანაზრაურება და ა.შ.).
2. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების პროგრამაში დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ამხანაგობის წევრები (შემდომში – სოციალურად დაუცველი წევრები), გამგეობაში სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, თავისუფლდებიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისგან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობა მცირდება სოციალურად დაუცველი წევრების მიერ შესატანის ოდენობის პროპორციულად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ნაცვლად, ამხანაგობამ შესაძლოა წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირება, იმ ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე სადანახარჯო შენატანების განთავსების თაობაზე, რომლის წევრებიც არიან დევნილები და რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცლებელი სადანახარჯო შენატანები ამხანაგობის ანგარიშზე უნდა აისახოს განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 სამუშაო დღეში.
6. ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს ამ წესის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად შექმნილი/რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.
მუხლი 14🔗.
გამგეობის უფლებამოსილება
გამგეობა უფლებამოსილია:
ა) ამ წესის მე-13 მუხლით განსაზღვრული ამხანაგობის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის მოთხოვნა ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე;
ბ) მოითხოვოს დაფინანსებული ამხანაგობის ანგარიში ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) ერთდროულად განიხილოს და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში დააფინანსოს სხვადასხვა სახის სამუშაოები ერთი ამხანაგობისათვის.
მუხლი 15🔗.
სხვა ღონისძიებები
გამგეობის უფლებამოსილებას ასევე განეკუთვნება:
ა) საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ამხანაგობების საქმიანობისათვის საჭირო ტიპური დოკუმენტაციის შემუშავება (ტიპური წესდება, ერთწლიანი სამუშაო გეგმა, თავმჯდომარის ყოველთვიური ანგარიშის გეგმა და ა.შ.).