📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016413
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,267 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.02.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 15.11.2017 გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 14.11.2017 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.04.2022 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2018 წლის 12 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №17 დადგენილება (სსმ, 01/04/2015; 010260020.35.175.016069). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №4 დადგენილების საფუძველზე და უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას განათლების, კულტურის  და სპორტის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ადგილობრივი სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარებას, მის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, რეზოლუციის შესაბამისად წერილების და განცხადებების განხილვას და მათზე დასკვნების და საპასუხო წერილების მომზადებას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულება, ეს დებულება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების და კულტურის განყოფილება; ბ) ტურიზმის განყოფილება; გ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება; დ) კულტურის, სპორტის და განათლების ა(ა)იპებთან ურთიერთობის განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი   1. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებას სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. 2. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სტრატეგიული განვითარების გეგმებს, პროექტებს და წინადადებებს წარუდგენს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 3. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე. 4. განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დაავლებით, განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. განათლების და კულტურის განყოფილების კომპეტენცია 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) კულტურული ღონისძიებების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას; ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სახელოვნებო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კოორდინაციას; გ) კულტურული ურთიერთობების დამყარებას, კულტურათშორისი დიალოგის წარმოებას მუნიციპალურ, რეგიონალურ, რესპუბლიკურ დონეზე კულტურის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში; დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას; ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; ვ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ზ) წინადადებების მომზადებას მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის და მათი პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის აღმოფხვრის თაობაზე და წარდგენას სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის; თ) წინადებებების მომზადებას კულტურის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, კონფერენციების და სემინარების განხორციელების თაობაზე; ი) კულტურის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების კოორდინაციას, შემუშავება-განხორციელებას. მუხლი 6🔗. ტურიზმის განყოფილება 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სხვა ქვეყნის ქალაქებთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადებას; ბ) ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და წინადადებების მომზადებას მისი გაუმჯობესების თაობაზე; გ) სფეროს განვითარების, სხვადასხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობის, ღონისძიებათა განხორციელების შესახებ წინადადებების მომზადებას და წარდგენას სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის; დ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საპასუხო წერილების მომზადებას; ე) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ვ) ტურიზმის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. მუხლი 7🔗. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების კომპეტენცია 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. განყოფილების საქმიანობა მოიცავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს და თავისი ამოცანების შესასრულებლად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ა) სპორტის სფეროში: ა.ა) იცავს სპორტის და სპორტის სახეობების ტრადიციების შენარჩუნებას, დაცვას და განვითარებას; კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებას და შეიმუშავებს სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ა.ბ) ხელს უწყობს სპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სპორტული ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობას; ა.გ) ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგის არასამთავრობო ორგანოების ფორმირებას; ა.დ) აგროვებს და აანალიზებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კოორდინაციას უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროპაგანდას, უზრუნველყოფს მეთოდური, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გავრცელებას; ა.ე) ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სხვა; ა.ვ) მონაწილეობს სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს; ა.ზ) კონტროლს უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმების და ნორმატივების დაცვას, კონტროლს უწევს სახელწმიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივი გამოყენების ეფექტურობას; ა.თ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადებას; ა.ი) ახორციელებს წინადადებებსა და კონცეფციებს დაქვემდებარებული სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; ა.კ) კოორდინაციას უწევს სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას და მის განხორციელებას; ა.ლ) ახორციელებს სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზებას, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარებას; ა.მ) ახორციელებს ეროვნული სპორტული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფას, სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას; ა.ნ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ბ) ახალგაზრდობის სფეროში: ბ.ა) კოორდინაციას უწევს ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელებას; ბ.ბ) ამზადებს წინადადებებს ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარების საკითხებზე; ბ.გ) ხელს უწყობს ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას; ბ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის პროგრამებსა და წინადადებებს; ბ.ე) ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას; ბ.ვ) მონაწილეობს და ეხმარება საინიციატივო ჯგუფებს მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში; ბ.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში; ბ.თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 8🔗. კულტურის, სპორტის და განათლების ა(ა)იპ-ებთან ურთიერთობის განყოფილების კომპეტენცია 1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპების მართვის     კოორდინაციას; ბ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; გ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საპასუხო წერილების მომზადებას. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები  1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით. 2. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.