1. სხვა დოკუმენტები (ინფორმაცია, ანგარიში, მოხსენება და სხვ.), რომლებიც საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის ფორმაში ვერ ექცევა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაეცნოს საქართველოს მთავრობას საკითხის მნიშვნელობის ან/და კოორდინაციის გეგმის შემუშავების მიზნით, ასევე განიხილება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში მთავრობის სამართლებრივი აქტის შეთანხმების პირველი ეტაპისათვის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

2. შეთანხმების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ითვლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

კარი VII

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი

თავი XXV

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენე