ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სწავლის დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2018 წლის 15 თებერვალი ქ. ახალციხე |
|
დანართი №1
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სწავლის დაფინანსების წესი
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.
3. დაფინანსება განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძოდ:
ა.ა) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (გარდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო სტუდენტებისა), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) წარმატებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
დ) სტიპენდიანტი – წარმატებული სტუდენტი, რომელზეც გაიცემა სტიპენდია;
ე) სტიპენდია – სტიპენდიანტის ერთჯერადი დაფინანსება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან;
ვ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა
(A კატეგორია – ფრიადი);
დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
2. სტიპენდიის მიღებისთვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
გ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.
3. სტიპენდია ერთ სტიპენდიანტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).
4. სტიპენდიანტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი (დანართი 2).
5. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებულ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც აკმაყოფილებენ სტიპენდიის გაცემის ყველა კრიტერიუმს 10-ზე მეტია, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება:
სტუდენტს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) სოციალურად დაუცველი;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი;
გ) ომის ვეტერანის ოჯახის წევრი;
დ) ობოლი;
ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი.
2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.