„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებზე სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთების წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2018 წლის 15 თებერვალი ქ. ბათუმი |
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგეს :“.
ბ) დადგენილების მე-10-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის უფლებას აძლევს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
11. პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, ამ დადგენილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის უფლება ეძლევა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნას ითხოვს პირი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით;
ე) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნას ითხოვს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
ვ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების მოხსნის მოთხოვნისას შეიძლება წარმოდგენილ იქნეს:
ვ.ა) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ან/და მათი ტერიტორიული ორგანოს (წარმომადგენლობის) მიერ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას;
ვ.ბ) სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მატერიალურ-ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას.“;
გ) დადგენილების მე-13-მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასურის ამოღებას ახორციელებს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო საფასური ირიცხება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.
14. დაევალოს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირს შეიმუშაოს ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებიდან სპეციალური საშუალებებით ბლოკირების გაკეთებასთან და მოხსნასთან, ასევე შესაბამის საქარე მინაზე ამ დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები.“.
|