„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 02 ნოემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2020 წლის 25 თებერვალი ქ. ბათუმი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯების განსაზღვრის შესახებ“.
2. დადგენილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ხარჯი 45 (ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.“.
3. დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯი შემდეგი ოდენობით:
ა) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე არ რჩება ღამის განმავლობაში – 5 (ხუთი) ლარი;
ბ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე რჩება ღამის განმავლობაში – ერთი ღამე 10 (ათი) ლარი.“.
4. დადგენილების მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
5. დადგენილების მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ხარჯის გადახდა განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ კომერციულ ბანკში ან/და ელექტრონული გადახდის საშუალებებით.
13. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი ხარჯის ამოღებას ახორციელებს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“. ამ დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული ხარჯი ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო მე-7 პუნქტით განსაზღვრული ხარჯი ირიცხება პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე და წარმოადგენს მის საკუთრებას.“.
|