ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016360
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2018
matsne.gov.ge 879 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 07.09.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 27.12.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.03.743; 64.30.03.744; 64.30.03.372) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 1. 88% 18.01.2018 გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 15.11.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 1. 88% 24.07.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №12 2018 წლის 15 თებერვალი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშე­ნიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების, „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიწათსარგებლობის გენერა­ლუ­რი გე­გმის დამტკიცების თაობაზე“ თვით­მ­მართველი ქა­­ლა­ქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილების, „თვითმ­მა­რ­თ­ვ­ელი ქალაქის – ბათუმის დასახ­ლე­ბათა ტე­რიტორიების გამოყენებისა და განაშე­ნ­ი­­ა­­­­ნების რეგულირების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქა­ლა­ქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებზე: №05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039)  განაშენიანების რეგულირების გეგ­მ­ის გეგმარებითი დავა­ლე­ბა, თანახმად დანართისა. 2. წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძვე­ლ­ზე ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებზე: №05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039)  განაშენიანების რეგულირების გეგმის და­მუ­შ­ა­ვე­ბა და დასამტკიცებლად წარმოდგენა დაევა­ლოს ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადას­ტრო კოდებზე: №05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039) მესაკუთრეს -  სს „აჭარის კურორტებს“.   3. წინამდებარე დადგენილების შესახებ ეცნობოს ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებზე: N05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039)  მესაკუთრეს - სს „აჭარის კურორტებს“. 4. წინამდებარე დადგენილება საჯაროდ გაცნობის მიზნით, მისი ძალაში შეს­ვლის შემდეგ, საკრებულოს რეგლა­მენტით დადგენილი წესით გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრე­ბულოს ინტერნეტგვერდზე. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე დანართი ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებზე: №05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039) განაშენიანების რეგულირების გეგმის გ ე გ მ ა რ ე ბ ი თ ი  დ ა ვ ა ლ ე ბ ა 1. ქ. ბათუმში,  მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთე­ბის (საკადასტრო კოდებზე: №05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039) განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში – განაშენიანების რეგული­რების გეგმა) გეგმარებითი დავალების ფარგლებში უნდა დამუშავდეს ოთხი ურთი­ერთ­დაკავშირებული დოკუმენტი: ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის ტექსტური ნაწილი; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი; გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის საინჟინრო ნაწილი; დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის თემატური ნაწილი. 1.2. განაშენიანების რეგულირების გეგმის ტექსტური ნაწილი უნდა მოიცავდეს: ა) განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერას; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განმარტებით ბარათს; გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას; დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას; ე) საპროექტო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობების ფუნქციურ დანიშნულებას; ვ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობების სართული­ა­­ნობას და გაბარიტებს; ზ) წინასაპროექტო კვლევის შედეგებს. 1.3. განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი უნდა მოიცავდეს: ა) საპროექტო მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს (კ-1); ბ) საპროექტო მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს (კ-2); გ) საპროექტო მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტს (კ-3); დ) საპროექტო მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს); ე) საპროექტო მიწის ნაკვეთის განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს); ვ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების სქემას; ზ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლი­ს­ის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყე­ნე­ბი­სა და განაშენიანების ძირითადი დებულებების“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვა­ლი­ს­წინებული, სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმ­ა­ღლის განსაზღვრის ფორმულის (H=L/Y) Y-ის მნიშვნელობის საპროექ­ტო მიწის ნაკ­ვე­თისათვის ამავე პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ მნიშვნელობას. 1.4. განაშენიანების რეგულირების გეგმის საინჟინრო ნაწილი უნდა მოიცავდეს: ა) საპროექტო მიწის ნაკვეთზე წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, საპროექტო მიწის ნაკვეთისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით; ბ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, საპროექტო მიწის ნაკვეთისათვის განკუთვნილი სიმძლავრეე­ბ­ის მითითებით; გ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, საპროექტო მიწის ნაკვეთისათვის განკუთვნილი სიმძლავ­რეების მითითებით; დ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი და ლოკა­ლუ­რი ქსელის რუკას, საპროექტო მიწის ნაკვეთისათვის განკუთვნილი სიმძლავრე­ე­ბ­ის მითითებით; ე) საპროექტო მიწის ნაკვეთზე ძირითადი და ლოკალური გზების და ქუჩების ქსელის რუკას. 1.5. განაშენიანების რეგულირების გეგმის თემატური ნაწილი უნდა შეიცავდეს საპროექტო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ თემატურ საკითხებს (არსებობისას). 2. განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა ეფუძნებოდეს წინასაპროექტო კვ­ლ­ე­­ვას, რომელიც მოიცავს: ა) ფიზიკური გარემოს კვლევას; ბ) დოკუმენტურ კვლევას; გ) ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას; 2.1.  ფიზიკური გარემოს კვლევა მოიცავს: ა) საპროექტო მიწის ნაკვეთის ორთოფოტო სურათს არსებული მდგომარეობით; ბ) საპროექტო მიწის ნაკვეთის ტოპოგეოდეზიურ რუკას; გ) საპროექტო მიწის ნაკვეთის ზოგად გეოლოგიურ და სეისმურ მონაცემებს; დ) საპროექტო მიწის ნაკვეთის ზოგად კლიმატურ (ბუნებრივი ნალექების, ქარის, მზის გამოსხივების) მონაცემებს; ე) საპროექტო მიწის ნაკვეთის არსებული ბუნებრივი ფასეულობების მონაცემებს; ვ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების მონაცემებს; ზ) საპროექტო მიწის ნაკვეთის არსებულ ეკოლოგიურ მონაცემებს; თ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალა­რინების ძირითად და ლოკალურ ქსელს; ი) საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული ელექტრომომარაგების ძირითად და ლოკალურ ქსელს; კ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებულ ბუნებრივი აირით მომარაგების ძირი­თად და ლოკალურ ქსელს; ლ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული სანიაღვრე წყალარინების ძირითად და ლოკალურ ქსელს; მ) საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული ძირითადი და ლოკალური გზების და ქუჩების ქსელს. 2.2. დოკუმენტური კვლევა მოიცავს საპროექტო მიწის ნაკვეთზე, მისი დაგეგმა­რები­სათვის საჭირო, არსებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების სამართლებრივი აქტების, სამართლებრივი რეჟიმების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტე­ბ­ის მონაცემებს. 2.3. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოიცავს საპროექტო მიწის ნაკვეთის ძირითად მიზნებს, ამოცანებს და დაგეგმარების მიზანშეწონილობას. 3.    განაშენიანების რეგულირების გეგმა წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთიანი დოკუმენტის სახით, მათგან ტექსტური ნაწილი წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექსტუ­რი სახით, ხოლო ზონირების, საინჟინრო და თემატური ნაწილი შეიძლება წარმოდ­გენილ იქნეს გრაფიკული ნაწილის სახით. 4. საპროექტო სამუშაოების შედეგი წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც მყარი ასლების, ასევე ელექტრონული სახით. ელექტრონული ფორმა წარმოდგენილი უნდა იქნეს განახ­ლებადი გეომონაცემთა ბაზისა და მისი მართვის საინფორმაციო სისტემის სახით. 5.  საბოლოო პროდუქცია – ბათუმში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებზე: №05.34.25.033; 05.34.25.036; 05.34.25.034; 05.34.25.038; 05.34.25.697 და 05.34.25.039)  განაშენიანების რეგულირების გეგ­მ­ის გეგმარებითი დავა­ლე­ბა, განაშენიანების რეგული­რე­ბის გეგმა უნდა იყოს თანამედროვე სივრცითი-საინფორმაციო სისტემების მოთ­ხოვ­ნების შესაბამის ფორმ­ა­ტ­ში.