„ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.140.016337
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2018 წლის 16 თებერვალი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ასპინძის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,31/10/2014; ს/კოდი: 010250050.35.140.016128) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულებ ის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული   სამსახური.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერიის ადმინისტრაციული   სამსახურის  უფროსისათვის;“.

3. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.“.

4. მე-3 მუხლის  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირებს ეკისრებათ ვალდებულება სიახლის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურს ვებგვერდზე განსათავსებლად. 

5. მე-3 მუხლის  მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია;“.

6. მე-4  მუხლის  პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგანოები, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირები, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საჯარო დაწესებულებები  მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ასპინძის  მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ამისათვის პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ამ წესის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.“.

7. მე-5 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს: ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის,  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული სიახლეებისა და სხვა სახის ინფორმაციას.“.

8. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მერია;“.

9. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მერია იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) მერიის დებულება;

ბ) მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

გ) მერიის სტრუქტურა;

დ) მერის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა სამსახურის ტელეფონის ნომრების მითითებით);“.

10. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის  ,,ბ“ და ,,გ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ბ) მერის ბრძანებები;

   გ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე